14:06 | 2020-03-25 ავტორი: თეონა ყაჭიური

ვირუსის გავრცელება ნოვრუზ-ბაირამს არ უკავშირდება – სოზარ სუბარი

ვირუსის გავრცელება ნოვრუზ-ბაირამს არ უკავშირდება  – სოზარ სუბარი

„ვირუსის არანაირი გავრცელება არ უკავშირდება ნოვრუზ-ბაირამს, რომელიც ერთ-ერთი გამორჩეული დღესასწაულია“,- ამის შესხებ პრემიერ-მინსიტრის მრჩეველმა, სოზარ სუბარმა განაცხადა.

 

მისი თქმით, დღესასწაულზე მოქალაქეები საკუთარ სახლში იყვნენ და საჯარო დღესასწაული არ ჩატარებულა.

 

„იყო მოსააზრება, რომ მარნეული და ბოლნისი გამოცხადდა საკარანტინე ზონად იმის გამო, რომ მათ არ ჰქონდათ ინფორმაცია ქვეყანაში შექმნილ სიტუაიცასთან დაკვშირბეით. კარანტინი გამოიწვია იმან, რომ სწორედ ამ რეგიონში დაფიქსირდა პირველი შემთხვევა, როდესაც არ ვიცოდით ვირუსის გავრცელების წყარო.

 

ასევე მინდა ვთქვა, რომ არანაირი გავრცელება არ უკავშირდება ნოვრუზ-ბაირამს, რომელიც ერთ-ერთი გამორჩეული დღესასწაულია. ამ დღეებში არანაირი საჯარო დღესასწაულები არ ტარდებოდა. ყველა მოქალაქე საკუთარ სახლში აღნიშნავდა, აბსოლიტურად მოწყვეტილი იყვნენ სხვა მოქალაქეებისგან და ამ მხრივ მადლობის მეტი არაფერი ეთქმით ჩვენს აზერბაიჯანლ მოქალაქეებს“,- განაცხადა სოზარ სუბარმა.

 

მისივე თქქმით, ქვემო ქართლში ამ დროისთვის მეჩეთებში ლოცვა შეწყვეტილია და მოქალაქეებს მოუწოდებენ, სახლში შეასრულონ ლოცვა.

 

!!! ყველა განახლებადი ინფორმაცია კორონავირუსის შესახებ ნახეთ აქ:

 

25 მარტის მონაცემებით, საქართველოში ინფიცირებულია 73 ადამიანი.

 

საქართველოში დაინფიცირების პირველი შემთხვევიდან დღემდე განკურნებულია 10 პაციენტი

 

21 მარტს, პრეზიდენტმა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.

 

23 მარტს, მთავრობის უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, მარნეული და ბოლნისი მთლიანად ჩაიკეტა.

 

საგანგებო ღონისძიება უკავშირდება შუახნის ქალს, რომელსაც კორონავირუსის დიაგნოზი 21 მარტს დაუდგინეს. ის მძიმე კლინუკური დიაგნოზით თბილისშია გადმოყვანილი.

 

სწრაფი ტესტებით პირველ რიგში, მარნეულში ისარგებლებენ.

 

24 მარტს, ამირან გამყრელიძემ თქვა, რომ მარნეულსა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში კარანტინის გამოცხადების შემდეგ, 8 050 მოქალაქე გამოიკვლიეს.

 

ასევე დასახელდა სოფელი, სადაც მარნეულელი, კორონავირუსით ინფიცირებული ქალი წლისთავში იმყოფებოდა.

 

წაიკითხეთ და გაითვალისწინეთ საჭირო რეკომენდაციები კორონავირუსისპრევენციაზე:

 

 

 

 

 

 

კორონავირუსის გავრცელების გამო ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული.

 

ნახეთრა (არ) შეიზღუდა საქართველოში საგანგებო მდგომარეობის პერიოდში

 

ასევე საინტერესოა: სპეცრეისების ფრენების განრიგი

 

ავტორი: თეონა ყაჭიური

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები