fbpx
20:22 | 2020-11-06 ავტორი: თამარ ბოჭორიშვილი

„ვირუსი არ ცნობს არც თანამდებობას და არც პოლიტიკურ გემოვნებას“ – გახარიას პირველი კომენტარი დაინფიცირების შემდეგ

„ვირუსი არ ცნობს არც თანამდებობას და არც პოლიტიკურ გემოვნებას“ – გახარიას პირველი კომენტარი დაინფიცირების შემდეგ

ქვეყნის პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია რამდენიმე დღის წინ, კორონავირუსით დაინფიცირდა. ის მკურნალობის კურსს სახლში გადის.

 

როგორც პრემიერ-მინისტრმა „ქრონიკაში“ ჩართვისას განაცხადა, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდა, ასევე საკუთარ დაინფიცირებაზეც ისაუბრა და მოსახლეობას მოუწოდა, დაიცვან მედიკოსების რეკომენდაციები.

 

„ვირუსი არ ცნობს არც თანამდებობას და არც პოლიტიკურ გემოვნებას. ვცდილობდი და ვიცავდი ყველა იმ წესებს, რასაც ექიმები მოგვიწოდებდნენ, როგორც ჩანს უფრო მეტი ყურადღება უნდა გამომეჩინა.

 

ესაა მაგალითი ჩვენი მოქალაქეებისა, დავიცვათ ყველა წესი. იმ შემთხვევაში თუ დავინფიცირდით, მშვიდად მივყვეთ ექიმების რეკომენდაციებს“ – განაცხადა პრემიერ მინისტრმა.

 

შეგახსენებთ, ქვეყნის პრემიერ-მინისტრს გიორგი გახარიას, კორონავირუსის სიმპტომები ორშაბათს გამოუვლინდა, რის შემდეგაც ის თვითიზოლაციაში გადავიდა და კორონავირუსი დაუდასტურდა.

ავტორი: თამარ ბოჭორიშვილი

0
კომენტარი - +

X