00:11 | 2021-11-17 ავტორი: თამარ გონგაძე

ვირუსებთან მებრძოლი უებარი ჯემი – ლიმონისა და ჯანჯაფილის დუეტი

ვირუსებთან მებრძოლი უებარი ჯემი – ლიმონისა და ჯანჯაფილის დუეტი

კულინარი ესმა კუნჭულია, სოციალური ქსელის მეშვეობით, ლიმონისა და ჯანჯაფილის ჯემის რეცეპს გვიზიარებს. მოგეხსენებათ, ეს პროდუქტები ვირუსების მტრებია. ამდენად, ამ პერიოდში მათი მიღება, ძალზედ საჭიროა.

 

 

ესმა კუნჭულია: – ლიმონის ჯემი ჯანჯაფილით!

 

20 გაფცქვნილი ლიმონი დავაბლენდერე. დავუმატე 700 გრამი შაქარი. და გაფცქვნილი დაჭრილი ჯანჯაფილი, რასაც ფოტოზე ხედავთ, ის ზომა.

 

წამოდუღება არ უნდა. გადავიტანე ქილებში. ვინახავ მაცივარში.

 

ერთი კოვზი ცხელ ჩაიში, ან წყალში, თუნდაც მინერალურ წყალში – გახსენით და ჩათვალეთ წამალია!!!
ასევე შეგიძლიათ დაუმატოთ – სხვადასხვა თქვენი საყვარელი არომატები – დარიჩინი, მიხაკი, ვანილი.

 

მთავარია, ლიმონი და ჯანჯაფილი. შაქრის ჩანაცვლება შესაძლებელია თაფლით ან სტევიათი. უბრალოდ ნაკლები რაოდენობა დაგჭირდებათ.

 

ავტორი: თამარ გონგაძე

X