fbpx
10:31 | 2020-10-22 ავტორი: სალომე ნეფარიძე

ვიპოვით გზას, ცხოვრება მალე დაუბრუნდეს ჩვეულ რეჟიმს – „საქართველოს ბანკი“ 

ვიპოვით გზას, ცხოვრება მალე დაუბრუნდეს ჩვეულ რეჟიმს – „საქართველოს ბანკი“ 

„საქართველოს ბანკი“ ზუგდიდში, გუშინ განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება და სოციალურ ქსელში მოკლე განცხადებას ავრცელებს.

 

„გუშინდელ მოვლენებში ჩართული ყველა თანამშრომელი, მომხმარებელი და პოლიციელი ახლა უსაფრთხოდ და ჯანმრთელადაა. აუცილებლად ვიპოვით გზას, რომ თითოეულის ცხოვრება მალე დაუბრუნდეს ჩვეულ რეჟიმს.

 

მადლობა გულშემატკივრობისთვის“,- ნათქვამია „საქართველოს ბანკის“ პოსტში.

რა მოხდა მას შემდეგ, რაც თავდამსხმელმა ბანკი მძევლებთან ერთად დატოვა - დეტალები მოკლედ
2020-10-22რა მოხდა მას შემდეგ, რაც თავდამსხმელმა ბანკი მძევლებთან ერთად დატოვა - დეტალები მოკლედ

 

შეგახსენებთ, ზუგდიდის ცენტრში, გამსახურდიას ქუჩაზე მდებარე „საქართველოს ბანკში“ შეიარაღებულმა პირმა მძევლები 21 ოქტომბერს აიყვანა. ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე, 236-ე და 144-ე მუხლებით დაიწყო.

 

თავდამსხმელი შენობიდან 3 მძევალთან ერთად გამოვიდა. როგორც კადრებში გამოჩნდა, მას შენობის დატოვების დროს ერთი ხელი აწეული ჰქონდა და სავარაუდოდ ხელში ხელყუმბარა ეკავა.

 

22 ოქტომბერს, გამთენიისას შსს-მ გაავრცელა განცხადება, რომლის თანახმად, ავთანდილ გალდავას უშუალო ძალისხმევით შეიარაღებული დამნაშავისგან ყველა მძევალი გათავისუფლდა და მათ სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.

 

ხოლო დამნაშავის დაკავების მიზნით სამართალდამცველები ინტენსიურ რეჟიმში გრძელდება ოპერატიულ-საგამოძიებო და სამძებრო ღონისძიებები.

ავტორი: სალომე ნეფარიძე

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები

X