01:20 | 2020-06-30 ავტორი: თამთა თორდია

ვინც გიგას იცნობს, ყველამ იცის, რომ არავისზე ხელს არ აღმართავს – რას წერს გიგა ტატიაშვილის მეგობარი 

ვინც გიგას იცნობს, ყველამ იცის, რომ არავისზე  ხელს არ აღმართავს – რას წერს გიგა ტატიაშვილის მეგობარი 

უსირცხვილო მედიის მხრიდან, აბსოლუტურად უარგუმენტოდ ხდება იმ ადამიანის მორალურ, ფსიქოლოგიური განადგურება, რომლის ქმედების შესახებ არავითარი ინფორმაცია არ აქვთ. – ამის შესახებ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ეჭვმიტანილის გიგა ტატიაშვილის მეგობარი, ლუკა რთველაძე საკუთარ გვერდზე წერს.

გიორგი საზარელ ღამემდე დაბადების დღის საჩუქარზე დედასთან მოვიდა, შემოგვანათა და დაგვტოვა...- რას ყვებიან გიორგის მშობლების თანამშრომლები 
2020-06-30გიორგი საზარელ ღამემდე დაბადების დღის საჩუქარზე დედასთან მოვიდა, შემოგვანათა და დაგვტოვა...- რას ყვებიან გიორგის მშობლების თანამშრომლები 

 

 

მისი თქმით, ის ადამიანები კი, რომლებიც უდანაშაულო ახალგაზრდის ლინჩის წესით გასამართლებასა და დაწვას ითხოვენ, ყველაზე დიდი დამნაშავეები არიან.

 

„იმედი მაქვს, სიმართლე ძალიან მალე გაირკვევა და იმ უდიდეს ტრაგედიას, რომელმაც ყველა ასე ძალიან შეგვძრა, კიდევ არ დავუმატებთ უდანაშაულო ადამიანის ასე გამეტებით განადგურებას.

 

ვინც გიგას იცნობს, ყველამ კარგად იცის,რომ მისნაირი პატიოსანი და წესიერი პიროვნება, არავისზე არასდროს ხელს არ აღმართავს.

 

მოგიწოდებთ ყველას! დაველოდოთ გამოძიების დასრულებას და თავი შევიკავოთ ისეთი ნაადრევი, უსამართლო და არასწორი ბრალდებებისგან,რომლებმაც შესაძლოა კიდევ ერთ ახალგაზრდას დაუნგრიოს მომავალი“, – წერს ლუკა რთველაძე.

 

შეგახსენებთ, პოლიციამ მომხდარზე 17 პირი დააკავა და სასამართლომ გუშინ ყველა მათგანი პატიმრობაში დატოვა. გაიზრდება თუ არა დაკავებულთა რიცხვი, ეს გამოძიების მიმდინარეობის პროცესში გაირკვევა.

 

19 ივნისს, დაახლოებით 11:00 საათზე, გიორგი შაქარაშვილის დაკარგვის შესახებ ოჯახმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა. პოლიციამ, სამაშველო სამსახურთან ერთად, შეტყობინების მიღებისთანავე დაიწყო სამძებრო სამუშაოები. 4-დღიანი საძიებო სამუშაოების შედეგად, მყვინთავებმა ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის ცხედარი წყალში იპოვეს.

ავტორი: თამთა თორდია

0
კომენატარი - +

X