fbpx
12:36 | 2020-09-11 ავტორი: Prime Time

ვინც აპროტესტებს, თვითონვე გადაიხადოს მკურნალობის თანხა – მანჩო გიორგობიანი შეთავაზება მთავრობას

ვინც აპროტესტებს, თვითონვე გადაიხადოს მკურნალობის თანხა – მანჩო გიორგობიანი შეთავაზება მთავრობას

„მთავრობას მინდა შევთავაზო ერთი რამ, ვინც აპროტესტებს კორონავირუსთან დაკავშირებული რეგულაციების დაცვას, თუ დაემართება კოვიდ-19 თვითონვე გადაიხადოს საკუთარი მკურნალობის თანხა“,- სამოქალაქო აქტივისტი მანჩო გიორგობიანი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

 

ნინოს ემუქრებოდნენ შვილებით და ასე გააჩუმეს! - რას იხსენებს მანჩო გიორგობიანი
2020-08-06ნინოს ემუქრებოდნენ შვილებით და ასე გააჩუმეს! - რას იხსენებს მანჩო გიორგობიანი

 

 

„მთავრობას მინდა შევთავაზო ერთი რამ, ვინც აპროტესტებს კორონავირუსთან დაკავშირებული რეგულაციების დაცვას და უგულვებელჰყოფს კანონით დადგენილ წესებს, თუ დაემართება კოვიდ-19, თვითონვე გადაიხადოს საკუთარი მკურნალობის თანხა , რაც არაერთ ათასს ლარს უდრის.

 

ასევე, ვისაც გადასდებს, მასაც აუნაზღაუროს კომპენსაციის სახით…

 

 

გარშემო იმდენი კამერებია , სიმართლის დადგენა არ იქნება პრობლემა …

 

 

ჰოდა, ყველაფერი იქნება სამართლიანად

 

 

ურწმუნო თომებო, გაწყობთ?“, – წერს მანჩო გიორგობიანი სოციალურ ქსელში.

 

შეგახსენებთ, რომ დღეს საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 87 შემთხვევა დაფიქსირდა.

ავტორი: Prime Time

0
კომენტარი - +

X