18:46 | 2021-07-31 ავტორი: თეონა ყაჭიური

9 წლის ელენეს სიურპრიზი მეზობელს – „ვინც იპოვი ამ თვითმფრინავს იცოდე, რომ…“

9 წლის ელენეს სიურპრიზი მეზობელს – „ვინც იპოვი ამ თვითმფრინავს იცოდე, რომ…“

სოციალურ ქსელში სახალისო ფოტო ვრცელდება. ერთ-ერთ ჯგუფში მომხმარებელი ფოტოს აზიარებს.

 

როგორც ფოტოდან ჩანს, მას თავის აივანზე ქაღალდის თვითმფრინავი დახვდა ტექსტით: „ვინც იპოვის ამ თვითმფრინავს, იცოდე რომ ძალიან ლამაზ ქვეყანაში ცხოვრობ და უნდა იამაყო რომ საქართველოში ცხოვრობ!“

 

„აივანზე რომ გამოხვალ და ციდან მოფრენილი თვითმფრინავი დაგხვდება საყვარელი კალიგრაფიით და საქართველოზე შეყვარებული ტექსტით

 

„ვინც იპოვის ამ თვითმფრინავს, იცოდე რომ ძალიან ლამაზ ქვეყანაში ცხოვრობ და უნდა იამაყო რომ საქართველოში ცხოვრობ!

 

 

პატარა მეგობარო, მადლობა ამ გზავნილისთვის და მინდა გითხრა რომ მე ვიპოვე შენი თვითმფრინავი და გეტყვი იმასაც რომ ძალიან ვამაყობ და მიყვარს ჩვენი, შენი და ჩემი საქართველო.

 

თვითმფრინავის პილოტი „9 წლის ელენე” აღმოჩნდა ფრენა განხორციელდა მე 9-სართულის აივნიდან და დაჯდომა შეასრულა 1-ლი სართულის აივანზე“,- წერს თონო გიორგობიანი.

 

ავტორი: თეონა ყაჭიური

X

error: Content is protected !!