10:38 | 2021-05-31 ავტორი: Prime Time

ვინ ცდილობს გიორგი ფხაკაძის პოლიტიკაში ჩართვას – „ყველას გაგლანძღავთ სიმაღლის და მიხედვით”

ვინ ცდილობს გიორგი ფხაკაძის პოლიტიკაში ჩართვას – „ყველას გაგლანძღავთ სიმაღლის და მიხედვით”

დამოუკიდებელი ექსპერტი ჯანდაცვის საკითხებში, პროფესორი გიორგი ფხაკაძე, პოლიტიკოსებზე და მედიის წარმომადგენლებზე გაბრაზებულია.

 

მისი თქმით, ისინი, ვინც პროევროპელებს უწოდებენ თავს ჩინური და ბელარუსული მეთოდებით მოქმედებენ.

 

ფხაკაძის თქმით, ყველას „გალანძღავს”, ვინც მართალი არ იქნება და ამას დაიმსახურებს.

 

„ყველა საზიზღარი ხომ არ არის ამ პოლიტიკაში, ჩვეულებრივი ადამიანები არიან, რაღაცის გაკეთება უნდათ, მაგრამ ისეთ სტატიებს წერენ რომ შეხედავ შეგეშინდება, მეცნიერულად დაწერილია და სინამდვილეში ტყუილი, ტყუილი, ტყუილზე ტყუილი… ამით მე არც პრივილეგიები და არც არაფერი არ დამაკლდება. ძალიან ცუდია ის, რომ საქართველოში ჩვენ ვიქცევით ისე, როგორც ჩინეთში, ბელარუსიაში. მე მეგონა, საქართველო დამოუკიდებელი ქვეყანაა და განსაკუთრებულად, ეს პოლიტიკური პარტიები რომ ყვირიან, რომ პროევროპულები არიან, პროევროპულობის არაფერი ეტყობათ. ძაან დიდი ბოდიში, მაგრამ პოლიტიკაში ვერ ჩამრევთ, არ მაინტერესებს პოლიტიკა ცხვირპირი გიმტვრევიათ…

 

გავლანძღე „ტვ პირველი” დიდი ამბავი, თუ არ იქნებით მართალი, ყველას გაგლანძღავთ სიმაღლის და მიხედვით…”, – ამბობს გიორგი ფხაკაძე.

ავტორი: Prime Time


X