21:58 | 2021-03-30 ავტორი: თამარ გონგაძე

ვინ შექმნა ლელას ახალი კლიპისთვის შავი გიპიურის კაბა, რომელმაც განსაკუთრებული ყურადღება მიიქცია

ვინ შექმნა ლელას ახალი კლიპისთვის შავი გიპიურის კაბა, რომელმაც განსაკუთრებული ყურადღება მიიქცია

ლელა წურწუმიამ ზურა მანაგაძის ძველ სიმღერაზე “გიორგობის თვეო” ვიდეორგოლი გადაიღო. კლიპმეიქერმა, ნესტან სინჯიკაშვილმა, რომელთანაც არაერთხელ უთანამშრომლია ლელას, ამ სიმღერის ლოკაციად სამხატვრო აკადემიის დარბაზები შეარჩია.

 


როგორც იცით, აკადემიის დარბაზებმა რესტავრირება გაიარა, აღდგა და ერთ-ერთი ლამაზი საგამოფენო თუ საპრეზენტაციო სივრცეა. განახლებული აკადემიის გახსნა შარშან ივლისში შედგა.

 

2021-03-30"რომ ღლიცინებთ და პროფესორობთ, მობრძანდით, ბატონო და მიიღეთ მონაწილეობა" - ვის მიმართავს "მამულიჩა"

 

ლელას ქმარი და მისი მუსიკალური პროდიუსერი, კახა მამულაშვილი აკადემიის რექტორს, მხატვარ გია გუგუშვილს მადლობა უხდის დარბაზების დათმობისთვის.

 

სიმღერის სახელწოდებიდან გამომდინარე, კლიპის პრემიერა 6 მაისს, გიორგობას, ლელას გადაცემაში შედგება.

 

როგორც კახა მამულაშვილმა “პრაიმამბებთან” თქვა, ზურას ამ სიმღერის რიმეიქი არავის გაუკეთებია და ეს პირველი შემთხვევაა.

 

კახა მამულაშვილი: – აკადემია გადასაღებად ნესტანმა შეარჩია და ლელას სურვილიც იყო. სხვადასხვა კაბით იხილავთ კლიპში, თავის ამპლუაში იქნება. მაქსიმალურად ესთეტიური კლიპი გამოვა. გაგრძელება…

 

ავტორი: თამარ გონგაძე


X

error: Content is protected !!