12:11 | 2020-03-22 ავტორი: Prime Time

ვინ შეიძლება ჩაითვალოს კორონავირუსით ინფიცირების შესაძლო შემთხვევად – ეზუგბაია

ვინ შეიძლება ჩაითვალოს კორონავირუსით ინფიცირების შესაძლო შემთხვევად – ეზუგბაია

ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორი, მარინა ეზუგბაია კიდევ ერთხელ განმარტავს, თუ ვინ შეიძლება ჩაითვალოს კორონავირუსით ინფიცირების შესაძლო შემთხვევად. ეზუგბაიას თქმით, ასეთად მხოლოდ ის ადამიანი მიიჩნევა, ვისაც რესპირატორულ სიმპტომებთან ერთად უცხო ქვეყანაში მოგზაურობის ისტორია ან ინფიცირებულ ადამიანთან კონტაქტის შემთხვევა აქვს.

 

„რეკომენდაცია კვლავ რჩება ის, რომ ყველა პირს, რომელსაც აქვს ცხელება ან მინიმალური რესპირატორული გამოვლინებები, ასეთი პაციენტებისთვის აუცილებელია, რომ მოგზაურობის ისტორია ჰქონდეს, ან ჰქონდეს კონტაქტი ინფიცირებულ პირებთან, ანუ დადასტურებულ პირებთან. ასეთი პირები განიხილებიან, როგორც შესაძლო შემთხვევა.

 

საქართველოში ცირკულირებს ბევრი ვირუსი, განსაკურებით „ა“ ტიპის ვირუსი. ასევე რინო ვირუსი, ადენოვირუსი და სხვა ვირუსები, ამიტომ საქართველოს მოქალაქეები შეიძლება ავად გახდნენ ნებისმიერი ამ ვირუსით, როდესაც დაეწყება ტემპერატურა და რესპირატორული სიმპტომები, ასეთ პაციენტებთან არაა საფიქრებელი კორნავირუსი, თუ არ აქვთ მოგზაურობის ისტორია და არ აქვთ კონტაქტი ინფიცირებულთან“,- განახადა ეზუგბაიამ.

 

ცნობისთვის, საქართველოში ამ დროისთვის კორონავირუსით ინფიცირების 54 შემთხვევაა დადასტურებლი, მათგან 3 უკვე გამოჯანმრთელდა.

ავტორი: Prime Time

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები