15:23 | 2021-06-01 ავტორი: თამარ გონგაძე

ვინ რა პრიზი აიღო “რუსთავი 2”-ის დაჯილდოების ცერემონიალზე – გაიცანით „გოჩას თასის“ მფლობელები

ვინ რა პრიზი აიღო “რუსთავი 2”-ის დაჯილდოების ცერემონიალზე – გაიცანით „გოჩას თასის“ მფლობელები

“რუსთავი 2” დღეს 27 წლის გახდა. ტელეკომპანიის ეზოში დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა.

 

არხის ოპერატორებს და მონტაჟის სპეციალისტებს გოჩა რამიშვილის სახელობის თასი გადაეცათ. თასს უკვე რამდენიმე წლიანი ისტორია აქვს.

 

რაც შეხება თავად გოჩა რამიშვილს, ის “რუსთავი-2”-ის ოპერატორი გახლდათ, რომელიც 2008 წლის 6 სექტემბერს, შავნაბადას პოლიგონზე, ვიდეო გადაღების პროცესში “ბრმა ტყვიას” ემსხვერპლა.

 

მომავალი წლიდან ამ თასით მხოლოდ “რუსთავი 2”-ის თანამშრომლები არ დაჯილდოვდებიან და ის უფრო ფართე მასშტაბიან სახეს მიიღებს.

 

 

დღეს კი გოჩას თასი შემდეგი ნომინაციებით დარიგდა:

 

“სარისკო კადრისთვის” გოჩას თასი “კურიერიდან” აიღო დიტო არქანიამ. “საუკეთესო ფიჩერსი” – (“დილა უქმეებზე”) ნიკა რთველიაშვილმა აიღო.

 

 

“საუკეთესო სთენდაფისთვის” “კურიერის” თანამშრომელი ნიკა ლეჟავა დაჯილდოვდა.

 

“საუკეთესო მონტაჟისთვის” თამო შალოშვილს გადაეცა პრიზი.

 

“საუკეთესო რეპორტაჟისთვის” “შუადღიდან” ალექსანდრე ჩივაძე დაჯილდოვდა.

 

“საუკეთესო რეპორტაჟისთვის” კი კახა ქელდიშვილი.

 

გრამ-პრის მფლობელი ნიკა ლებანიძე გახდა.

 

 

გოჩას თასის გარდა ორიგინალური პრიზებით დაჯილდოვნენ არხის თანამშრომლები:

ტელეკომპანიამ დააჯილდოვა “ყველაზე თავდადებული” თანამშრომელი და ის სალომე ბოკუჩავა აღმოჩნდა.

 

 

არხზე აღმოჩნდა თანამშრომელი, რომელიც “შვებულებაში არასდროს ყოფილა” და ის ომარ ოდოშაშვილი აღმოჩნდა. “არხის ეპიდემიოლოგად” ელიტა ანდღულაძე დასახელდა. “სტაჟიან თანამშრომლად” ზურა კიწმარიშვილი, ხოლო “ყველა ბრენდ თანამშრომელად მარიკა გოცირიძე დაასახელეს.

 

 

“ორგანიზებულ თანამშრომლად” ტელეკომანია მარიამ მენაბდეს მიიჩნევს. “ყველაზე მოთხოვანდ თანამშრომლად” გიორგი აბაშიძე აირჩიეს, “ყველაზე ფათერაკიან თანამშრომლად” კი გიორგი ქორქია დასახელდა, რომელსაც ტვინის შერყევა, პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს, 11-ჯერ აქვს მიღებული.

 

 

“ყველაზე არაორდინალური თანამშრომელი” გურამ როგავა აღმოჩნდა, “ექსტრემალური” კი ნიკა ლებანძე, ხოლო “თანამშრომელი, რომელიც სულ სამსახურშია” სოსო მჭედლიძე გახლავთ.

 

 

ნომინაციებში გამარჯვებულებს გადაეცათ დიპლომები და ორიგინალური პრიზები: – დინამიკი, საძილე ტომარა, კასკა, მაცივარი-ჩანთა, გასაშლელი სავარძელი, კარავი, სასტუმროს ნომრები, ფირსაკრავი და ა.შ

 

ავტორი: თამარ გონგაძე

X

error: Content is protected !!