fbpx
00:17 | 2020-09-28 ავტორი: Prime Time

ვინ მიიყვანა სუიციდამდე, ქერჩის გერმანელი მსახიობი – ნაკლებად ცნობილი ფაქტები გოგა აზნაურ-ახობაძეზე

ვინ მიიყვანა სუიციდამდე, ქერჩის გერმანელი მსახიობი – ნაკლებად ცნობილი ფაქტები გოგა აზნაურ-ახობაძეზე

ისე ჩამაკვდა ხელებში, ბოლომდე იცოდა, რომ მისი სიტყვა დავიჯერე –  ნაკლებად ცნობილი ფაქტები ქერჩის გერმანელ მსახიობზე

 

მზარეულებისა“ და „ქერჩის“ მსახიობია. ეროვნული მოძრაობის და 9 აპრილის ავადსახსენებელი ღამის მონაწილეა, იყო მოწამლულთა შორის, მონაწილეა აფხაზეთისა და სამაჩაბლოს ომისა. მუდამ შეყვარებულ და რომანტიკოს მსახიობს ბენისიო დელტოროს ამსგავსებენ. ქართველს ნამდვილად არ ჰგავს. დედ-მამა კი ჰყავდა ქართველი.

 

თავის წარმოშობასა და ცხოვრებაზე მსახიობმა „პრაიმთაიმთან წლების წინ ვრცლად ისაუბრა…

 

გთავაზობთ ამონარიდს გაზეთ „პრაიმტაიმის“ არქივიდან

 

– გოგა, გვიამბე ვინ ხარ, როგორ მოხვდი საქართველოში და ქართულ გადასაღებ მოედანზე…

 

– როგორც ვიცი, შთამომავლობით ბალტიისპირეთის ერთ-ერთი ქვეყნიდან ვარ. ჩვენი გვარი გაანადგურეს და შესაბამისად, არც ვიცი, რა გვარის ვარ. დავიწყე გამოძიება, მაგრამ ჩიხში შევედი და აღარ მივყევი ბოლომდე. მყოფნის ის, რაც მათ მაჩუქეს, ეს ჩემი გარეგნობაა.

 

– რისი თქმა გინდათ, აყვანილი ხართ?

 

– კი. ჩემი გამზრდელი მშობლები ქართველები იყვნენ, ახლა, არც ერთი აღარ არის ცოცხალი, თორემ არ ვატკენდი გულს, ასე საჯაროდ არ მოვყვებოდი ამ ამბავს. ჩემი მშობლები პლეხანოვზე ცხოვრობდნენ, დედაჩემის ბინაში. იქ ვიზრდებოდი მეც. მათი სამი თაობა თბილისელია.

 

დედა, ლილი ღაღანიძე ბიოლოგი გახლდათ, ჯავახიშვილი ჰქონდა დამთავრებული, კეცხოველის სტუდენტი იყო, მაშინდელი პარტიის წევრი, ერთ-ერთ საპასუხისმგებლო თანამდებობაზე მუშაობდა.

 

მამა, გიორგი ახობაძე მეურნეობის დირექტორი იყო. ორივე თავადების შთამომავალი გახლდათ. ძმა 36 წლის ასაკში გამომეცალა ხელიდან, გული გაუსკდა. მეგობრებმა იქეიფეს, ეტყობა ბევრი მოუვიდათ და მეორე დღეს ნაბახუსევზე… ხელში ჩამაკვდა. დედაც და მამაც ორივე ხელში ჩამაკვდა. დედას სიმსივნე ჰქონდა.

 

– შენი ძმაც აყვანილი იყო?

 

– ერთი დედ-მამის შვილები ვყოფილვართ მე და ჩემი ძმა. ეს ისტორია დეიდისგან ვიცი. ისიც აღარ არის ცოცხალი. არავინ აღარ მყავს. მოსკოვის ბავშვთა სახლში ვიზრდებოდით. ბალტიისპირეთის რომელიღაც ქვეყნიდან ჩამოგვიყვანეს თურმე იქ. მე რომ წამომიყვანეს, ჩემს ძმას დაუწყია ტირილი. დაურეკეს ჩემს მშობლებს და უთხრეს, ეს ბავშვი მოკვდება, თუ არ წაიყვანთო. მამა ფინანსურად ყოველთვის ძლიერი იყო. ძალიან დიდი ფული გადაიხადა მე რომ წამოვეყვანე იქიდან. ჩემს ძმაზეც არ თქვა უარი, რადგან ასე განიცდიდა უჩემობას. და გვყოლია კიდევ უფროსი, რომელიც სომხებს უშვილებიათ.

 

14 წლის ვიყავი, ვიღაცამ ჩემს ყურამდე ეს ამბავი რომ მოიტანა. მერე გამიჩნდა პროტესტის გრძნობა. შინაგანად ძალიან ამაყი ადამიანი ვარ. ამ ქვეყანაზე ჩემთვის მთავარი ჩემი კაცობაა, არ მიყვარს, როცა მოტყუებულის პოზიციაში ვარ.

 

დედა არ ტყდებოდა. მეუბნებოდა, წამოდი გაჩვენებ იმ ქალს კამოს ქუჩაზე ვინც მამშობიარაო. ნერვიულობდა დედა ჩემ გამო. მამა უფრო მძიმე ხასიათების იყო, ერთხელ მითხრა, რომ ჩემი შვილი ხარო და ამ თემაზე სიტყვა აღარ დაუძრავს.

 

დაბადების მოწმობაშიც მიწერია, რომ კამოს ქუჩაზე დავიბადე. ბოლოს დედა მიხვდა, რომ აზრი არ ჰქონდა ჩემთან ბრძოლას, ყველაფერი ვიცოდი. სხვანაირი ბავშვი ვიყავი, ზედმეტად დამოუკიდებელი. მერე მეც შემეცოდა დედა და ამ თემაზე აღარ ველაპარაკებოდი. ისე ჩამაკვდა ხელებში, ბოლომდე იცოდა, რომ მისი სიტყვა დავიჯერე.

 

– და არ გიძებნია?

 

– ვეძებე, მაგრამ მისი კვალი საერთოდ გაქრა. ის ჩვენამდე წაუყვანიათ ბავშვთა სახლიდან.

 

– მშობლების მხრიდან იგრძნობოდა ის, რომ შენ მათი ბიოლოგიური შვილი არ იყავი?

– არა. არც ერთი წამით არ მიგრძნია ეს. დღემდე ვეთაყვანები მათ სულს. „გიჟი დედა“ იყო დედაჩემი. როგორც გითხარით, ძალიან თავისუფალი ბავშვი ვიყავი. 16 წლის ასაკიდან რუსთაველის მეტროსთან „ვაბირჟავებდი“ ბიჭებთან ერთად. რამდენჯერ წვიმაში გამოსულა სახლიდან, რომ ვენახე იქ ვიყავი თუ არა, რას ვაკეთებდი. ზურგიდან ვგრძნობდი მის მზერას, მოვიხედავდი და… დედა ქოლგით იდგა და მიყურებდა.

 

ერთხელ, მახსოვს, შეყვარებულს ვაცილებდი ბორჯომის რკინიგზის სადგურზე. მოვტრიალდი და დედაჩემს შევეფეთე. აქ რას აკეთებ-მეთქი, ვკითხე, არაფერს, რაღაც საქმე მქონდაო, მიპასუხა. მაშინ​ არც ბაზრობა იყო და არც ბაზარი იმ ტერიტორიაზე. ნამდვილ დედობას მიწევდა, ამით მაინც ვიყავი ბედნიერი.

 

– პროფესიით მსახიობი ხარ?

– არა. ფსიქოლოგი გახლავარ. ეტყობა ჩემ გადაწყვეტილებაში დიდი როლი ითამაშა ჩემმა ცხოვრებამ, ჩემმა მძიმე დღეებმა.

 

– შენი პროფესიით გიმუშავია?

 

– არა. „ფეისბუქზე“ მქონდა გახსნილი ფსიქოლოგიური დახმარების გვერდი, „ერთად ვცადოთ“. მაშინ დროც მქონდა, ფულიც, მხოლოდ ადამიანების დახმარება მინდოდა… ბევრსაც დავეხმარე აბსოლუტურად უსასყიდლოდ. სამი წელია რაც დავხურე ეს გვერდი. მეც დამეხმარა ეს გვერდი, ტვინის მკვებავი აღმოჩნდა ჩემთვის.

 

– რეჟისორებმა როდის შეგამჩნიეს?

 

– უბანში ნარდის სათამაშოდ გამოვედი. უცებ მომიყენა მანქანა ვიღაცამ და მიყურებს, ბოლოს მითხრა, ხვალ კინოსტუდიაში მოდიო. რა კინოსტუდიაში, რა მინდა იქ, მოვუარე მანქანას და დავჯექი მაგიდასთან. კიდევ მომიახლოვდა და იგივე გამიმეორა, მოდი კინოსტუდიაში და გია კერესელიძე იკითხეო. არ მომეშვა, მეორე დღესაც, მესამე დღესაც მომაკითხა და მივედი.

 

 

გია კერესელიძე აღმოჩნდა რეჟისორი, რომელიც ლევან უჩანეიშვილთან ერთად სწავლობდა. საქართველოში ჩამოვიდა ფილმის „წმინდა ნინოს“ გადასაღებად. გავიარე ქასთინგი, ერთ-ერთი ტომის ბელადის როლზე დამამტკიცა. 10 დღე მიმდინარეობდა გადაღებები, მერე, უსახსრობის გამო შეჩერდა.

 

– ამბობენ, რომ ეს რეჟისორი მატყუარა აღმოჩნდა, რომ მსახიობები ამუშავა, ფული არ დაგაუხადა, გადაღებებიც ბოლომდე არ მიიყვანა და ამერიკაში გაიქცა.

 

– ეს ტყუილია. ჩემი თვალით მაქვს ნანახი გვერდი, სადაც გია ფინანსურ დახმარებას ითხოვს, სწორედ ამ ფილმის გადასაღებად. ახლა ამერიკაშია და აგროვებს თანხას, რომ გადაღებები გაგრძელდეს…

 

– როგორ გაგრძელდა შენი სამსახიობო კარიერა?

 

– მეგობრები მყავს, რომლებიც ამ სფეროში ტრიალებენ, მთხოვდნენ საკურსო სპექტაკლებში მონაწილეობას, ეპიზოდური როლების შესრულებას, მეც სიამოვნებით ვთანხმდებოდი. მომეწონა ეს სფერო, ჩემად მივიღე. გზის გაკვლევაში, ამ მხრივ, ჩემი ყოფილი სიძე, მალხაზ ქვრივიშვილი დამეხმარა, შემდეგ მეორე ყოფილი სიძე, მსახიობი ანრი ბიბინეიშვილი…

2020-09-18"მე მეუღლე გარდაცვლილი მყავს - უცნობი ფაქტები ხატია დეკანოიძის პირადი ცხოვრებიდან

 

ერთ დიდ მსახიობს აქვს ნათქვამი, გადასაღებ მოედანზე რომ გადიხარ, ერთი ნაცნობი მსახიობი მაინც თუ შეგხვდა ე.ი. ყველაფერი კარგადაა კარიერაშიო. მე ბოლო პერიოდი მსახიობების გარემოცვაში მომიწია ცხოვრება.

 

ეტყობა შემამჩნიეს და… შემდეგ იყო ეპიზოდური როლი „მზარეულებში“, „ქერჩში“… ეს უკანასკნელი ყველაზე კარგად მახსენდება. საუცხოო გადამღები ჯგუფი იყო, პროფესიონალიზმზე ლაპარაკი ზედმეტია. ძალიან მწყდება გული, რომ გადაღება შეჩერდა.

 

– ვინ იყო შენი გმირი „ქერჩში“?

 

– გერმანელი რადისტი. სცენა მთავრდება ისე, რომ პარტიზანები ხოცავენ ყველა გერმანელს, იღებენ შენობას სადაც მე ვზივარ. რეჟისორმა, ლევან დაბრუნდაშვილმა ორი გერმანელი გადაგვარჩინა, ერთი მე ვარ მათ შორის. – როგორ დაგინახა რეჟისორმა ამ როლზე? – არ ვიცი. სახლში ვიყავი და დამირეკეს, მეგონა მაშაყირებდნენ. ქასტინგიც არ გამივლია.

 

– მანამდე სხვა განხრით გიმუშავია?

 

– ძირითადად უცხოელებთან მიწევდა მუშაობა. ვიყავი ვატიკანის ელჩის მცველი, ნორვეგიის კონსულის მცველიც გახლდით. ცხოვრება რომ გართულდა, თამბაქოს ქარხანაშიც ვმუშაობდი. მუშად დავიწყე და მექანიკოსად დავამთავრე.

 

….

ძალიან დიდი სიყვარულის გაცემა შემიძლია და ამასვე ვითხოვ სხვისგანაც. დაუნახაობას ვერ ვიტან. ამას რომ ვამჩნევ, საშინელი ვხდები, არაფერს აღარ ვპატიობ არავის. ხუთი წლის მერე შევქმენი მეორე ოჯახი, მასთან მყავს გოგო და ბიჭი. ცოლად რომ მოვიყვანე, ჩემი მეორე ცოლი, სკოლას ამთავრებდა, მე 25 წლის ვიყავი.

 

– მისი მშობლები როგორ შეხვდნენ ამ ამბავს?

 

– მოვაგვარე. შენ რომ ენა არ გქონდეს, ყვავები წაგიღებენო, სულ მეუბნებიან და ეტყობა მოვთაფლე მისი მშობლებიც… ვზარდე, ვზარდე და გველი გამიზრდია უბეში (იღიმება). ისეთი მიკბინა, ცხოვრებაში არ მომიშუშდება…

 

– რა ქნა ასეთი?

 

– გამანადგურა, ფინანსურად, ფსიქოლოგიურად, მორალურად…

 

– შენ ხომ ფსიქოლოგი ხარ, ეგ როგორ დაგემართა?

 

– ეგ მიკვირს მეც. ქვეცნობიერში ვიცოდი, რომ ეს მე არ უნდა დამმართნოდა, მაგრამ… 5 წელი შვილი არ გვყავდა. მერე მოგვცა ღმერთმა შვილები, მაგრამ სხვა პრობლემები გაჩნდა. ცუდი ქმარი ვიყავი თურმე. 20 წელი ვიცხოვრეთ ერთად. მიმატოვა… ძალიან მიყვარდა. მისი სიყვარული სად გაქრა არ ვიცი. 6 თვე ადამიანს არ ვგავდი და ალბათ, ფატალურად დავამთავრებდი სიცოცხლეს, ჩემს ცხოვრებაში სხვა ქალი რომ არ გამოჩენილიყო. სრულიად მარტო ვიყავი..

 

– ის ქალი ვინ არის, რომელმაც გადაგარჩინათ…

 

– ჰო, ამ ადამიანმა ბოლო წუთებზე მომისწრო. ვერ აგიხსნით როგორ ვიყავი. ამ ადამიანმა სიცოცხლე მაჩუქა და არასდროს დავუკარგავ ამას. იმ პერიოდში დავიწყე ნიკო ფიროსმანის ბიოგრაფიის კითხვა.

 

მოგეხსენებათ, როგორი ტრაგიკული პიროვნება იყო. ისე ჰგავდა ჩვენი ცხოვრება ერთმანეთს… ამან სულ გადამრია. მოვიდა ერთხელ ეს ადამიანი და ეს წიგნი დამიხია. ეს აიკინძება-მეთქი, ვუთხარი. მაშინ აიღო და დახეული ფურცლები ნაკუწებად აქცია. ამის მერე ერთი დღე არ დავუტოვებივარ. სამსახურიდან პირდაპირ ჩემთან მოდიოდა, რომ ვენახე, მოევლო ჩემთვის, სიცოცხლის ხალისი დაებრუნებინა. და… გადავრჩი.

ავტორი: Prime Time

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები

X