15:00 | 2020-05-22 ავტორი: მარი ჯაფარიძე

ვინ იყო პირველი ქართველი ფემინისტი ქალი, რომელსაც ჟანა დარკს ეძახდნენ

ვინ იყო პირველი ქართველი ფემინისტი ქალი, რომელსაც ჟანა დარკს ეძახდნენ

ანასტასია გედევანიშვილი 1864 წელს, სოფელ ყვარელში, სამხედრო მოსამსახურის ოჯახში დაიბადა, დაამთავრა თბილისის წმ. ნინოს სახ. სასწავლებელი და ქალთა I გიმნაზიის პედაგოგიური კლასი. 1895 -1897 წლებში მან პარიზის სორბონის უნივერსიტეტში ლიტერატურისა და პედაგოგიკის ლექციები მოისმინა.

 

ის პირველი ქართველი ქალია, რომელმაც ქართველ ქალთა უფლებების საკითხი საერთაშორისო ასპარეზზე გაიტანა. მან საქართველოში ჩამოაყალიბა ქალთა უფლებების დაცვის წრე და 1906 წელს, დანიაში, ქ. კოპენჰაგენში „ქალთა თანასწორუფლებიანობის ინტერნაციონალური კავშირის მესამე კონგრესში“  მონაწილეობდა.

 

 

ანასტასია გახლდათ ფსიქიატრისა და ნევროპათოლოგის, მიხეილ გედევანიშვილის მეუღლე. მათთან ხშირად  სტუმრობდნენ ილია ჭავჭავაძე, აკაკი წერეთელი, ვანო მაჩაბელი, იაკობ გოგებაშვილი, ვაჟა…

 

საქართველოში პირველი რენტგენის აპარატი, რომელიც სადიაგნოსტიკოც იყო და სამკურნალოც, სწორედ გედევანიშვილებმა ჩამოიტანეს…

 

 

ოჯახი გერმანელი არქიტექტორის, მილერის პროექტით 1900 წელს აშენებულ სახლში ცხოვრობდა. მიხეილ გედევანიშვილი თბილისის გუბერნიიდან არჩეული იყო რუსეთის დუმაში.

 

ამავე სახლში, ანასტასია გედევანიშვილმა 1908 წელს პირველი ქართული საბავშვო ბაღიც გახსნა იმის მიუხედავად, რომ რუსეთის მთავრობა უფლებას არ აძლევდა.

 

საბავშვო ბაღს აკაკი წერეთელი და იაკობ გოგებაშვილი ხელმძღვანელობდნენ.

 

პატარებს გაჭირვებული ოჯახებიდან იაკობი თურმე სტიპენდიებსაც უნიშნავდა. ეზო ვარდებით იყო სავსე, პატარა აუზიც ჰქონდათ. ამ ბაღში ცნობილი ქართველი საზოგადო მოღვაწეები ასწავლიდნენ.

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივში დაცულია ანასტასია გედევანიშვილის ხელნაწერი მოგონებები, წერილები, ქალთა საერთაშორისო კონგრესის დელეგატის მანდატი და სხვა მასალები.

 

ის, როგორც დელეგატი, მონაწილეობდა 1896 წელს, პარიზში, „ფემინისტთა საერთაშორისო კონგრესში“. სწორედ აქ დაებადა საქართველოში ქალთა უფლებების დაცვის წრის ჩამოყალიბების იდეა.

 

აკაი წერეთელი მას ქართველ ჟანა დარკს ეძახდა.

ავტორი: მარი ჯაფარიძე

0
კომენატარი - +

X