fbpx
17:01 | 2020-09-16 ავტორი: მარი ჯაფარიძე

ვინ იყო ინგლისის უკანასკნელი ჯადოქარი, რომელიც გარდაცვლილთა სულებს პირიდან უშვებდა

ვინ იყო ინგლისის უკანასკნელი ჯადოქარი, რომელიც გარდაცვლილთა სულებს პირიდან უშვებდა

 

ჰელენ დუნკანი უკანასკნელი იყო, ვინც ბრიტანეთში ჯადოქრობის 1735 წელს შემოღებული კანონით გაასამართლეს. 1944 წელს ის დააპატიმრეს თაღლითობისთვის. ვინ იყო სინამდვილეში ჰელენა? მედიუმი, მატყუარა თუ ადამიანი, რომელსაც ღვთისგან ნაბოძები ნიჭი ჰქონდა?

 

ჰელენა 1897 წელს დაიბადა და ბავშვობიდან ამბობდა, რომ მასთან მოჩვენებები მიდიოდნენ, რომ მათი ხმები ესმოდა. აშინებდა დედასა და თანაკლასელებს, თავისი მოულოდნელი წინასწარმეტყველებებით.

 

18 წლისა დაქორწინდა ჰენრი დუნკანზე. ჰენრი მონაწილეობდა პირველ მსოფლიო ომში და  შინ ინვალიდი დაბრუნდა. ასე რომ, ოჯახის ტვირთი ელენეს მხრებზე დააწვა. ანრი ყოველთვის მხარს უჭერდა ცოლს, მას მისტიკური შესაძლებლობების სჯეროდა. ჰენრის ინვალიდობის მიუხედავად, წყვილს ექვსი შვილი შეეძინა. ცოლ-ქმარს უნდა ეფიქრა იმაზე, როგორ გამოეკვებათ ისინი.

 

 

სწორედ მაშინ ჰელენამ სპირიტული სეანსები დაიწყო. ამაში მას ეხმარებოდა მისი „სულიერი მეგზური“ – პეგი. პატარა გოგონა, რომელიც, თითქოს ჰელენას მეშვეობით გადასცემდა ამბებს გარდაცვლილთა სამყაროს.

 

ორი საზარელი ომის შემდეგ, თითქმის ყველას ჰყავდა გარდაცვლილი ნათესავი, მეგობარი ან მეუღლე. ბევრს სურდა დამშვიდობებოდა ახლობლებს, ესაუბრა საყვარელ ადამიანებთან… ეს ძალზე ნაყოფიერი ნიადაგი იყო მედიუმებისთვის და შარლატანებისთვის. ამასთან, დუნკანის რეკლამა აქტიურად მუშაობდა: ჭორების თანახმად, მისი სესიების დროს შესაძლებელი იყო არა მხოლოდ გარდაცვლილებთან საუბარი, არამედ მათთან შეხებაც. ამბობდნენ, ჰელენა პირითა და ცხვირით გამოყოფდა სპეციალურ ნივთიერებას, რომელსაც ექტოპლაზმას უწოდებენ და რომელიც ფიზიკურ არსებად ყალიბდებოდა.

 

1920-30-იან წლებში ჰელენა დუნკანის პოპულარობა სწრაფად  გაიზარდა.

 

ვინსენტ ვუდსტოკმა, ჰელენას დიდმა გულშემატკივარმა, სასამართლო პროცესზე საკუთარ გამოცდილებაზე ისაუბრა. ის აცხადებდა, რომ გარდაცვლილ მეუღლესთან ურთიერთობა 19 სესიის განმავლობაში ჰქონდა.

 

„ჩემი ცოლი მოვიდა და … დაუძახა თავის შორეულ ნათესავს. როდესაც ის მოვიდა, ჩემმა მეუღლემ თითიდან მოიხსნა ნიშნობის ბეჭედი და მის ნათესავს გაუკეთა. ხელები ერთმანეთზე დაგვაწყობინა და თქვა: „ეს ჩემი სურვილია, ჩვენი ქალიშვილის საკეთილდღეოდ“. ერთი წლის შემდეგ მე და ამ ქალმა ვიქორწინეთ და შემდეგ შეხვედრაზე  მეუღლემ გამოთქვა სიხარული ამის გამო“.

 

მაგრამ ყველას არ მოსწონდა ის, რაც სანსებზე ნახეს ან მოისმინეს. 1928 წელს ფოტოგრაფმა ჰარვი მეტკალფმა გადაიღო ჰელენასგან ამოსული სულების მთელი რიგი ფოტოსურათები. ის ასევე ამტკიცებდა, რომ ექტოპლაზმა იყო მხოლოდ ქსოვილი. სამი წლის შემდეგ, მისი ნამუშევარი გამოიკვლია ცნობილმა „მოჩვენებებზე მონადირემ“, ჰარი პრაიმ, რომელიც ლონდონის სპირიტუალისტური ალიანსის წევრი იყო.

 

 

აღმოჩნდა, რომ ექტოპლაზმა შედგებოდა მარლისა და ქაღალდისგან, რომელიც შეზავებული იყო კვერცხის ცილასთან. ამბობენ, რომ დუნკანი სეანსის დაწყებამდე ამ ყველაფერს ყლაპავდა და შემდეგ უბრალოდ … უკან ამოჰქონდა.

 

ამის მიუხედავად, სკეპტიკოსებზე მეტნი ის ადამიანები იყვნენ, ვისაც ამ ყველაფრის სჯეროდა. ამიტომ ჰელენასა და მისი მეუღლის ბიზნესი აყვავდა, მაგრამ 1933 წელს წყვილი მაინც დაიჭირეს. ჰელენა დააჯარიმეს და თაღლითობები აეკრძალა. რა თქმა უნდა, ამას ხელი არ შეუშალია მისთვის…

 

ყველაზე საოცარი წინასწარმეტყველება 1941 წელს გააჟღერა. ჰელენამ გამოაცხადა, რომ მას დაუკავშირდა მეზღვაური, რომელიც დაიღუპა ბრიტანულ საბრძოლო ხომალდზე HMS Barham. სულმა თქვა, რომ ის მოკლეს 800 ადამიანთან ერთად გემზე, რომელიც გერმანულმა წყალქვეშა ნავმა ტორპედოთი გაანადგურა.

 

 

ყველაზე საოცარი ის იყო, რომ ყველაფერი, რაც ჰელენამ თქვა, შოკის მომგვრელი სიმართლე იყო, რადგან ინფორმაცია გასაიდუმლოებული იყო და სამხედრო დეპარტამენტი და ბრიტანეთის მთავრობა არ ამჟღავნებდა. დაასკვნეს, რომ რადგან ჰელენას ეს ინფორმაცია არ მიუღია ბრიტანელებისგან, სავარაუდოდ, ამის შესახებ მას მტრებმა აცნობეს.

 

დაიწყეს მისი სეანსებისთვის თვალყურის დევნება და 1944 წელს დააპატიმრეს.

 

ამასთან, ზოგიერთი მკვლევარი დარწმუნებულია, რომ საბრძოლო ხომალდის ამბავი არც ისე საიდუმლო იყო. მკვლევარმა გრემ დონალდმა დაწერა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ისინი ნამდვილად ცდილობდნენ არ გაევრცელებინათ ინფორმაცია კატასტროფის შესახებ, 861 მეზღვაურის ოჯახმა სამძიმრის წერილები მიიღო, ამიტომ ამბავი არც ისე საიდუმლო იყო.

 

„ჯადოქრის“ სასამართლო პროცესი სენსაციად იქცა: მოწმეებად მიიწვიეს ყველა, ვინც ოდესმე დასწრებია სეანსს. მათ სთხოვეს, აღეწერათ მათთვის სულები და აღმოჩნდა, რომ  მატერიალიზებული სული მხოლოდ პატარა თოჯინაა და არა – მოჩვენება.

 

ასე რომ, 1944 წელს ჰელენა დუნკანი ჯადოქრობის კანონით გასამართლებული ბოლო მსჯავრდებული გახდა. მას მიესაჯა 9 თვით თავისუფლების აღკვეთა, მაგრამ თავად ჰელენამ უარყო დანაშაული: „მე არაფერი გამიკეთებია. არსებობს ღმერთი?“ – თქვა მან.

 

 

1945 წელს, გათავისუფლების შემდეგ, ჰელენამ პირობა დადო, რომ შეწყვეტდა სეანსებს, მაგრამ არ შეასრულა დანაპირები. 1956 წელს იგი კვლავ დააპატიმრეს და ციხეში გარდაიცვალა.

 

ზოგიერთმა სპირიტუალისტმა დაწერა, რომ ჰელენა გარდაიცვალა ტრანსის დროს, რომელიც პოლიციამ შეაწყვეტინა. სინამდვილეში, მის გარდაცვალებას არაფერი უცნაური არ ჰქონია: ჰელენა 59 წლის იყო და დიდი ხანი ავადმყოფობდა.

ავტორი: მარი ჯაფარიძე

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები

X