fbpx
13:19 | 2020-06-01 ავტორი: ნინი ტაველიძე

ვინ იყო და რას საქმიანობდა ჯორჯ ფლოიდი, რომლის სიკვდილმაც მსოფლიო შეძრა

ვინ იყო და რას საქმიანობდა ჯორჯ ფლოიდი, რომლის სიკვდილმაც მსოფლიო შეძრა

აშშ-ში საპროტესტო აქციები არ წყდება. მინეაპოლისის მოქალაქეები დაკავებისას აფროამერიკელი კაცის, ჯორჯ ფლოიდის მკვლელობას აპროტესტებენ, რომელიც მას შემდეგ გარდაიცვალა, რაც პოლიციელმა ის ასფალტზე დააწვინა და კისერზე მუხლი დააჭირა.

 

ცუკერბერგის პროტესტი! - Facebook-მა მთავარი ფოტო გააშავა
2020-06-01ცუკერბერგის პროტესტი! - Facebook-მა მთავარი ფოტო გააშავა

 

რა ვიცით ჯორჯ ფლოიდის შესახებ?

 

ფლოიდის ბავშვობის მეგობრის, ქრისტოფერ ჰარისის თქმით, ის მენეაპოლისში საცხოვრებლად რამდენიმე წლის წინ მშობლიური ქალაქიდან, ჰიუსტონიდან (ტეხასი) გადმოვიდა. იმედი ჰქონდა, რომ ახალ ცხოვრებას დაიწყებდა.

 

„მას ყველაფრის თავიდან დაწყება უნდოდა. ის ძალიან ბედნიერი იყო იმ ცვლილებებით, რომლებიც ბოლო დროს მის ცხოვრებაში მოხდა“,- ამბობს ქრისტოფერი.

 

ის უბრალოდ მხიარული ადამიანი იყო, რომელიც გვერდით აუცილებლად უნდა გყოლოდა.

 

ტეხასში ფლოიდი მოზარდთა კალათბურთის ვარსკვლავი იყო. მას ზედმეტ სახელად „კეთილ გიგანტს“ ეძახდნენ.

 

„როგორც კალათბურთის მწვრთნელს, არასდროს მიქმნიდა პრობლემებს. საკმაოდ კარგი სპორტსმენი იყო“,- ამბობს ვოლკერი.

 

 

ვოლკერის ცოლის, გლორიას თქმით, ფლოიდს დიდი გული ჰქონდა. ის ძალიან კეთილი იყო.

 

„სკოლის გუნდის სხვა სპორტსმენებისგან განსხვავებით, ფლოიდი ყველაზე მეტად იქცევდა ყურადღებას. ის უბრალოდ მხიარული ადამიანი იყო, რომელიც გვერდით აუცილებლად უნდა გყოლოდა. ის საკუთარ შეცდომებში სხვებს არასდროს ადანაშაულებდა. პასუხისმგებლობას ყოველთვის საკუთარ თავზე იღებდა და ცდილობდა ვითარება უკეთესობისკენ შეეცვალა“,- ამბობს გლორია.

 

ჯორჯ ფლოიდი
ჯორჯ ფლოიდი

 

„მშვიდი პიროვნება იყო, ლამაზი სულით“,- ასე ახასიათებს ფლოიდს თანაკლასელი კუპერი.

 

„გცნობებოდა ჩემი ძმა, ნიშნავდა აუცილებლად გყვარებოდა. ის „კეთილი გიგანტი იყო“ და არავის არაფერს დაუშავებდა“,- ამბობს ფლოიდის ძმა, ფილონაიზ ფლოიდი.

 

 

ის ცდილობდა საუკეთესო მამა ყოფილიყო

 

NBA– ს ყოფილი მოთამაშის, სტივენ ჯექსონის თქმით, ფლოიდი მინესოტაში სამუშაოდაც ამიტომ გადმოვიდა.

 

ჯექსონიც ჰიუსტონის მკვიდრია, ის ფლოიდს ტყუპს უწოდებს.

 

„ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ძალიან ბევრი რამ მოვისმინე ჯორჯზე. ჩვენ 21 წლიანი ურთიერთობა გვქონდა. მისი სახელი ყოვეთვის იყო ფლოიდი, ჩემი ტყუპი“,- ამბობს ჯექსონი.

 

 

ჯექსონის თქმით, ფლოიდს იცნობდნენ როგორ მფარველს. მას ყველასთან კარგი ურთიერთობა ჰქონდა. დახმარების სანაცვლოდ იშვიათად ითხოვდა რამეს.

 

„განსხვავება ჩვენს შორის ის იყო, რომ მე უფრო მეტი შესაძლებლობა მქონდა, ვიდრე მას. ჩემი და მისი სახელი სამუდამოდ იცოცხლებს“, – ამბობს ჯექსონი.

 

 

 

ჯექსონის თქმით, მინესტოში გადმოსვლის შემდეგ ფლოიდი მას თავისი მოგზაურობის შესახებ ბევრს ესაუბრებოდა.

 

„ბოლოს ჩვენ ერთი წლის წინ ვილაპარაკეთ. ყველა ჩვენი საუბარი შეეხებოდა იმას, თუ როგორ გავმხდარიყავით უკეთესი ადამიანები“,- ამბობს ჯექსონი.

 

ფლოიდს 2 ქალიშვილი ჰყავს. უმცროსი 6 წლისაა და დედასთან, როქსი ვაშინგტონთან ერთად ჰიუსტონში ცხოვრობს.

 

„მე მინდა სამართლიანობა მისი შვილებისთვის. მე მინდა რომ მათზე იზრუნონ მაშინ, როდესაც მათი მამა აქ აღარ არის“,- ამბობს ის.

 

ჯექსონი ამბობს, რომ ის ფლოიდის შვილებზე აუცილებლად იზრუნებს.

 

როუზ ჰუდსონი, ფლოიდის ყოფილი, რომელთანაც ჯორჯს 20 წლიანი ურთიერთობა ჰქონდა ამბობს, რომ ფლოიდს მასთან ქალიშვილი ჰყავდა.

 

„ჩემმა შვილმა მამამისის სიკვდილს ტელევიზორში უყურა“,- ამბობს ჰუდსონი.

 

 

მისი თქმით, ფლოიდს შვილიშვილიც ჰყავს, რომელსაც ის არ შეხვედრია.

 

მის შვილიშვილს ბაბუაზე აუცილებლად მოვიყვები. ვეტყვი, თუ როგორი კარგი კაცი იყო, როგორი მზრუნველი მამა“, – ამბობს ჰუდსონი.

 

ჯორჯ ფლოიდი
ჯორჯ ფლოიდი

 

 

სასამართლო დოკუმენტების მიხედვით, ფლოიდი 2007 წელს შეიარაღებულ ქურდობაში (ჰიუსტონში ერთ-ერთ სახლში შეჭრა) დაადანაშაულეს, რის შემდეგაც მას 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

 

ფლოიდის მეგობარი ჰარისი ყვება, რომ 2014 წელს მან ჯორჯს, ციხიდან გამოსვლის შემდეგ, მინეაპოლისში სამსახურის საშოვნელად წასვლა შესთავაზა. მინეაპოლისში ჩასვლის შემდეგ ფლოიდმა ორი სამუშაო დაიწყო – სატვირთო მანქანის მძღოლი და Conga Latin Bistro-ში вышибала-ად მუშაობდა, სადაც მას „დიდ ფლოიდს“ ეძახდნენ.

 

„ყოველთვის მხიარული. სხვების მიმართ კარგი დამოკიდებულება ჰქონდა. ის ხანდახან სპეციალურად ცუდადაც კი ცეკვავდა იმისთვის, რომ ხალხი გაეცინებინა.

 

ვცადე მისთვის ცეკვა მესწავლებინა, რადგან ძალიან უყვარდა ლათინური მუსიკა. მაგრამ ის ჩემზე ძალიან მაღალი იყო და ვერ შევძელი.

 

ის ყოველთვის მეძახდა „ბოს -კაცო“ (Bossman). სულ ვეუბნებოდი, რომ მისი ბოსი კი არა, მეგობარი ვიყავი“,- ამბობს ჯოვანი ტუნსტრომი, Conga Latin Bistro-ს მფლობელი.

 

მინესოტას გუბერნატორის მოწოდების – ეპიდემიის გამო სახლში დარჩენილიყვნენ, ფლოიდმა რესტორანში სამსახური დაკარგა.

 

ფლოიდის დაკავების მიზეზი სავარაუდო ყალბი 20-დოლარიანი იყო. გამვლელის მიერ გადაღებულ ვიდეოში, რომელიც სოციალურ ქსელში მალევე გავრცელდა, ჩანს, რომ დაკავებული კისრიდან ფეხის აღებას ითხოვს, რადგან ვერ სუნთქავს: „ვერ ვსუნთქავ“, „არ მომკლათ“,- ამ სიტყვებს იძახდა ფლოიდი სიცოცხლის ბოლო წუთებში.

 

 

„ის ყველაფერს აკეთებდა, რომ წინ წასულიყო და ცხოვრება გაეგრძელებინა. არ მჯერა, რომ ის ფულს აყალბებდა. ასეთი რამ არასდროს გაუკეთებია.მისი სიკვდილი ძალიან ულმობელი იყო. ის სიცოცხლეს ითხოვდა.

 

როდესაც ყველანაირად ცდილობ იმ სისტემას მოერგო, რომელიც შენთვის შექმნილი არაა, როდესაც კანონიერი გზით მუდმივად სამართლიანობას ეძებ და მაინც ვერ აღწევ, კანონის საკუთარ ხელში აღებას იწყებ“,- ამბობს ფლოიდის მეგობარი ჰარისი.

 

ავტორი: ნინი ტაველიძე

0
კომენტარი - +

X