fbpx
15:51 | 2020-10-27 ავტორი: Prime Time

ვინ იყო 21 წლის ბიჭი, რომელიც კოვიდ-სასტუმროს დატოვების შემდეგ გარდაიცვალა

ვინ იყო 21 წლის ბიჭი, რომელიც კოვიდ-სასტუმროს დატოვების შემდეგ გარდაიცვალა

რამდენიმე დღის წინ, რუსთავში 21 წლის ახალგაზრდა ნიკოლოზ მედოიძე კოვიდ-სასტუმროს დატოვების შემდეგ გარდაიცვალა. ის ანსამბლ „თუთარჩელას“ სოლისტი იყო.

 

როგორც ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, მამაკაცი უკვე გამოჯანმრთელებული იყო და ჩივილები აღარ ჰქონდა.

 

„იგი იყო კოვიდ გამოჯანმრთელებული. 3 ოქტომბერს მოთავსდა საკარნტინო სივრცეში კოვიდინფიცირებულთან კონტაქტის გმო. კარანტინის გასვლის შემდეგ მოხდა მისი გატესტვა. დადასტურების შემდეგ იგი გადავიდა სასტუმროში, სადაც იყო ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ. პროტოკოლით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ გაიწერა სასტუმროდან. იყო კოვიდ გამოჯანმრთელებული. მისი დაკრძალვა არ მოხდება კოვიდით გარდაცვლილი პროტოკოლის შესაბამისად.

 

გაწერისას მოხდა ექიმის მხრიდან შეფასება. თავს გრძნობდა კარგად, არ შეინიშნებოდა ჩივილი. რამდენჯერმე მან მიმართა ექიმს, რომ დაეტოვებინა საკარანტინე სივრცე დროზე ადრე, რადგან იგი კარგად გრძნობდა თავს.

 

სასწრაფო დახმარებას მასთან არ დაუგვიანია. ადგილზე მისვლისას უკვე გარდაცვლილი დახვდა პაციენტი“,- განაცხადეს ჯანდაცვის სამინისტროში.

 

ავტორი: Prime Time

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები

X