23:04 | 2020-04-03 ავტორი: მიხეილ ჯანგიშერაშვილი

ვინ განსაზღვრა ვუჩივით თუ არ ვუჩივით ბიუჯეტს?! – ანდრია ჯაღმაიძე სასულიერო პირების ყოფაზე

ვინ განსაზღვრა ვუჩივით თუ არ ვუჩივით ბიუჯეტს?! – ანდრია ჯაღმაიძე სასულიერო პირების ყოფაზე

სოციალური პირობები რომ გამოიკვლიონ, სასულიერო პირები ბოლო ადგილზე იქნებიან – ასე უპასუხა საპატრიარქოს პრესსამსახურის უფროსმა ანდრია ჯაღმაიძემ ჟურნალისტის შეკითხვას, რომელმაც ჯაღმაიძეს რეპლიკის სახით უთხრა, რომ საპატრიარქო ბიუჯეტს არ უჩივის. ანდრია ჯაღმაიძემ, აღნიშნულ რეპლიკაზე პასუხი გასცა, რომ ხელისუფლებისგან მიღებული დაფინანსება მხოლოდ და მხოლოდ განათლების სფეროში იხარჯება.

 

„ვინ განსაზღვრა ვუჩივით თუ არ ვუჩივით ბიუჯეტს? მოდი ამას გავცეთ პასუხი. რამდენჯერ უნდა ავხსნათ სად იხარჯება ეს ფული? ჩვენი ბიუჯეტი ძირითადად იხარჯება მხოლოდ განათლებაში და ამის შესახებ ბევრი კვლევაა ჩატარებული. რამდენჯერ შეიძლება ეს სპეკულაციის თემა გახდეს? ვინმეს გამოუკვლევია სასულიერო პირების სოციალური ან ეკონომიური ნიშა საქართველოში? საინტერესო იქნება, რომ გამოვიკვლიოთ ალბათ სადღაც ბოლო რიგებში იქნებიან სასულიერო პირები“ – განაცხადა მამა ანდრია ჯაღმაიძემ

ავტორი: მიხეილ ჯანგიშერაშვილი

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები

X