15:20 | 2020-06-26 ავტორი: Prime Time

ვინ დაესხა თავს გორში „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისს?

ვინ დაესხა თავს გორში „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისს?

დღეს დილით გორში „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისს თავს დაესხნენ, დაამტვრიეს კომიუტერული ტექნიკა და საოფისე ავეჯი.

 

ენმ-ს წევრის, ვასილისა ჯაბახიძის თქმით, მომხდარი ფაქტი არის მიზანმიმართული თავდასხმა მმართველი გუნდის მხრიდან.

 

მომხდრი ფაქტიდან მალევე შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გორის რაიონული სამმართელოს თანამშრომლებმა სხვისი ნივთის დაზიანების ბრალდებით, 1969 წელს დაბადებული მამაკაცი დააკავეს.

 

ჩვენი ინფორმაციით, დაკავებული დავით შოთაშვილია. 2012 წლამდე ის კობა დავითაშვილის პარტიის წევრი იყო, ბოლო წლებში კი აქტიურად უპირისპირდებოდა, როგორც „ნაციონალურ მოძრაობას“, ისე „ქართულ ოცნებას“, ვინაიდან მათ ე.წ. კოაბიტაციაში ადანაშაულებდა.

 

შოთაშვილი გახლავთ აქტიური მხარდამჭერი და ახლო ნათესავი ყოფილი დეპუტატის, სოსო ვახტანგაშვილის, რომელიც ამჟამად პარტია „ლელოს“ წევრია.

 

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187 ე მუხლის 1 ნაწილით მიმდინარეობს, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს სასჯელის სახით კი 1-დან 3 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს, თუმცა დაკავებული შესაძლოა საპატიმროს გადაურჩეს, ვინაიდან ახლობლების თქმით, მას ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა და შესაბამის მკურნალობასაც გადიოდა.

 

თუ ეს ფაქტი ექსპერტიზამ დაადასტურა, შესაძლოა დავით შოთაშვილს იძულებითი მკურნალობა დაენიშნოს.

 

 

ავტორი: Prime Time

0
კომენატარი - +

მსგავსი სიახლეები

X