
30 აპრილს სოციალური ქსელ Facebook-ის ადმინისტრაციამ ათობით გვერდი და ანგარიში დაბლოკა.
დაბლოკილია სხვადასხვა პოლიტიკურ ძალებთან დაკავშირებული ანგარიშები და გვერდებიც.
დაბლოკილია და სოციალურ ქსელში აღარ იძებნება „ნაციონალურ მოძრაობასთან“ დაკავშირებული გვერდები და ანგარიშები.
მათ შორის: ქოცების დასაცინი ოფიციალური სააგენტო; რეზიდენტი სალომე / резидент Саломе / Salome; მოძრაობა „შეცვალეს“ ერთ-ერთი დამფუძნებელის, ნიკა ნოზაძის გვერდი; ბრძენი ქოცი – Brdzeni qoci; ფარნაოზ ჭკადუა.
Facebook-ის ცნობით, ნაციონალურ მოძრაობასთან დაკავშირებულ სოციალური ქსელის ანგარიშებს, დაახლოებით, 785 000 ანგარიში მიყვებოდა, მინიმუმ, ერთ გაუქმებულ გვერდს მაინც; დაახლოებით, 6 300 ანგარიში მიყვებოდა, მინიმუმ, ერთ გაუქმებულ ჯგუფს მაინც; და, დაახლოებით, 6 400 ანგარიში მიყვებოდა, მინიმუმ, ერთ გაუქმებულ Instragm-ანგარიშს მაინც.
Facebook-მა ასევე ქართული ოცნების PR კონსულტანტის, კოკა ყანდიაშვილის, მიერ შექმნილი ეSპერსონა და მასთან დაკავშირებული ასობით ანგარიში არაავთენტური ქცევის გამო გააუქმა.
ამასთან, Facebook-მა გააუქმა ქართული ანგარიშების კიდევ ერთი ქსელი, რომელიც ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან იყო დაკავშირებული.
სოციალური ქსელის გიგანტმა პლატფორმიდან ეSპერსონასთან დაკავშირებული 511 გვერდი, 101 პროფილი, 122 ჯგუფი და 56 Instagram-ანგარიში წაშალა.
როგორც განცხადებაში წერია, ეს ქსელი დაკავშირებული იყო 2019 წლის 20 დეკემბერს წაშლილ ქსელთან, როდესაც Facebook-მა ქართული ოცნების ხელისუფლებასთან დაკავშირებული ასობით ანგარიში გააუქმა.