16:06 | 2020-03-14 ავტორი: ანეტი მიქელაძე

ვინ და როგორ ნაწილდება კარანტინსა და თვითიზოლაციაში – პაატა იმნაძის პასუხი

ვინ და როგორ ნაწილდება კარანტინსა და თვითიზოლაციაში – პაატა იმნაძის პასუხი

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე პაატა იმნაძე ამბობს, რომ მას სხვების პირადი ინფორმაციის გასაჯაროების უფლება არ აქვს და ერთადერთი რისი თქმაც შეუძლია არის ის, რომ მისი მკვიდრი ბიძაშვილის შვილი ამ მომენტში კარანტინში იმყოფება.

 

კარანტინსა და თვითიზოლაციას შორის განსხვავებაზე იმნაძე პასუხობს, რომ შესაბამისი შემოწმების ჩატარების შემდეგ წყდება ადამიანი კარანტინში იყოს თუ თვითიზოლაციაში.

 

,,ჩემი მკვიდრი ბიძაშვილის შვილი, რომელიც ჩამოვიდა, მესამე დღეა კარანტინშია. კიდევ ერთხელ გეტყვით, როგორ წყდება ეს. უნდა იყოს შეთანხმება წინასწარი, უკვე არის ამის ონლაინ პლატფორმა ჯანდაცვის სამინისტროში. ვინც ჩამოდის, ან თუ უკვე ჩამოსულია, შეისწავლიან მის საცხოვრებელ პირობებს. თუ იქ არის თვითიზოლაციის საშუალება გადადის თვითიზოლაციაზე, თუ არ არის ამის საშუალება, და ასეთი ბევრია, თვითონ ითხოვენ, რომ გადავიდნენ კარანტინზე. მე კიდევ ერთხელ ვამბობ, პერსონალური ინფორმაცია ჩემს ნათესავზე შემიძლია დავარღვიო, უფლება მაქვს – კარანტინშია, შეისწავლიან მის პირობებს და გაუშვებენ თვითიზოლაციაზე“, – განაცხადა იმნაძემ.

 

დღესის მდგომარეობით საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულია 30 პაციენტი, კარანტინში იმყოფება 314, ხოლო სტაციონარში 63 ადამიანს აკვირდებიან.

ავტორი: ანეტი მიქელაძე

X

error: Content is protected !!