fbpx
18:52 | 2020-10-07 ავტორი: Prime Time

ვინ ჩემი ფეხებია – ნიკა გვარამია მეუფე შიოზე

ვინ ჩემი ფეხებია – ნიკა გვარამია მეუფე შიოზე

დავით გარეჯის საქმეზე საქართველოს საპატრიარქოს დამოკიდებულებას „მთავარი არხის“ დირექტორი, ნიკა გვარამია აკრიტიკებს.

პროკურატურა დავით გარეჯის საქმის დეტალებს ასაჯაროებს
2020-10-07პროკურატურა დავით გარეჯის საქმის დეტალებს ასაჯაროებს

 

გვარამია საპატრიარქოს სამარცხვინო დაჯგუფებად მოიხსენიებს.

 

„ეს არის სამარცხვინო დაჯგუფება. რუსეთის აგენტის, ლევან ვასაძის მეგობარი და თავადაც რუსეთის აგენტი ანდრია ჯაღმაიძე. ასევე მოსაყდრედ ძალად დანიშნული, რა ჰქვია არც ვიცი, ვინ ჩემი ფეხებია“, – განაცხადა ნიკა გვარამიამ „ტვ პირველის“ ეთერში.

 

ცნობისთვის: პროკურატურამ დავით გარეჯის საქმეზე საზღვრის დამდგენი კომისიის ყოფილი თავმჯდომარე ივერი მელაშვილი და კომისიის წევრი, ნატალია ილიჩოვა დააკავა.

 

საპატრიარქო, უკვე დიდი ხანია საუბრობს, რომ აზერბაიჯანის საზღვრის სადაო მონაკვეთზე წარსულში საქართველოს საზიანო გადაწყვეტილებები იქნა მიღებული.

ავტორი: Prime Time

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები

X