fbpx
11:11 | 2020-08-17 ავტორი: ალექსი ქამადაძე

ვინ ჩაფრინდა გუშინ ბელარუსში სამთავრობო თვითმფრინავით – საგარეო უწყების განამარტება

ვინ ჩაფრინდა გუშინ ბელარუსში სამთავრობო თვითმფრინავით – საგარეო უწყების განამარტება

საგარეო საქმეთა სამინისტრო, 16 აგვისტოს საქართველოდან ბელარუსის რესპუბლიკაში განხორციელებულ ფრენასთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს.

 

უწყების ცნობით, ბელორუსის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი მ.წ. 6 აგვისტოდან იმყოფებოდა საქართველოში, მათივე ინფორმაციით ბოლო დღეებში ბელორუსის რესპუბლიკაში განვითარებული მოვლენების გამო საჭირო გახდა მისი მყისიერი დაბრუნება მინსკში.

 

„გამომდინარე იქიდან რომ ბელორუსთან შეზღუდულია საჰაერო მიმოსვლა და ელჩი საჭიროებდა მოკლე დროში მინსკში ჩასვლას მიღებულ იქნა გადაწყვეყილება მისი სამთავრობო თვითმფრინავით გამგზავრების შესახებ.

ბელარუსის რესპუბლიკა არის საქართველოს მეგობარი ქვეყანა, რომელთანაც გვაკავშირებს მჭიდრო თანამშრომლობა როგორც ორმხრივ ფორმატში, ასევე აღმოსავლეთ პარტნიორობის ინიციატივის ფარგლებში.

 

2-დღიანი ძებნის შემდეგ, 21 წლის ბიჭის ცხედარი ზღვაში იპოვეს
2020-08-172-დღიანი ძებნის შემდეგ, 21 წლის ბიჭის ცხედარი ზღვაში იპოვეს

 

შესაბამისად, ყურადღებით ვაკვირდებით მოვლენების განვითარებას. აღნიშნულ საკითხზე ჩვენ მჭიდრო კოორდინაციაში ვართ ჩვენს პარტნიორებთან.

 

ჩვენი აზრით, აუცილებელია ბელორუსში პრობლემები გადაწყდეს მშვიდობიანად.

 

იმედი გვაქვს, ბელარუსი ხალხი მისი მომავლისათვის მნიშვნელოვან საკითხებს თავად, მშვიდობიანად გადაწყვეტს“, – აღნიშნულია საგარეო უწყების განცხადებაში.

 

ცნობისთვის, გუშინ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ სალომე ზურაბიშვილი საიდუმლო ვიზიტით მინსკში იმყოფებოდა. თუმცა, გუშინვე ეს ინფორმაცია კატეგორიულად უარყვეს.

ავტორი: ალექსი ქამადაძე
X