00:02 | 2020-08-07 ავტორი: Prime Time

ვინ არის ზეგის თანამშრომელი, რომელმაც სავარაუდოდ ბაჩალიაშვილის „წერილი მომავლიდან“ მიიღო

ვინ არის ზეგის თანამშრომელი, რომელმაც სავარაუდოდ ბაჩალიაშვილის „წერილი მომავლიდან“ მიიღო

ზეგისთანამშრომელი, რომელმაც გამოძიებას სავარაუდოდ, თამარ ბაჩალიაშვილის მიერ გაგზავნილი წერილი მიაწოდა, კომპანიის მენეჯერი ნიკოლოზ გეჯაძეა.

 

როგორც ის „მთავარ აქენტებში“ საუბრისას აცხადებს, თამუნასთან ისეთი ურთერთობა ჰქონდა, როგორც ნებისმიერ სხვა თანამშრომელთან.

 

„ალბათ, გაინტერესებთ, რატომ დავუშვი, რომ წერილი თამუნამ მომწერა. მანდ არის ნახსენები, რომ ერთი წელი ევროპაში იყო, რომ გადავხედე ჩემს სანაცნობოს, მეგობრებს, სხვა ვერავის დავაკავშირე. ვერც ის დავუშვი, იმიტომ, რომ თამუნა 4 თვით იყო. პირდაპირ არ მიკითხავს. არ გვქონდა ისეთი ურთერთობა, რომ მეკითხა – თქვენ, ხომ არ გამომიგზავნეთ, ეს სასიყვარულო წერილი.

 

რა თქმა უნდა, ჩვენ სამსახურეობრივი მიმოწერა გვქონდა. ეს მიმოწერა, ყველაფერი გამოძიებას მივაწოდე,“ – აცხადებს ნიკოლოზ გეჯაძე.

 

 

სკანდალური გარემოება ბაჩალიაშვილის საქმეში - რა წერილი მიაწოდა გამოძიებას „ზეგ
2020-08-06სკანდალური გარემოება ბაჩალიაშვილის საქმეში - რა წერილი მიაწოდა გამოძიებას „ზეგ"-ის თანამშრომელმა?

 

ავტორი: Prime Time

0
კომენატარი - +

მსგავსი სიახლეები

X