19:51 | 2020-07-31 ავტორი: მარი ჯაფარიძე

ვინ არის წმინდანად აღიარებული, ულამაზესი ფემინისტი, რომელიც ახალ რელიგიას ქადაგებდა?

ვინ არის წმინდანად აღიარებული, ულამაზესი ფემინისტი, რომელიც ახალ რელიგიას ქადაგებდა?

ციხის ყველა დარაჯი მას თაყვანს სცემდა. ასობით ადამიანი უსმენდა მის ქადაგებებს. მისი ლექსები ათასობით ადამიანის გონებას აიძულებდა ფიქრს. ააწყობდა. მისმა მშვენიერებამ  შაჰს მუხლი მოჰკვეთა და ის ამ ყველაფრის გამო  მოკლეს.

 

მისი ისტორია, რომელიც ჩაწერილია მისი თანამედროვე ათობით ადამიანის მონათხრობით, მათ შორის – თვითმხილველების ჩათვლით, ზღაპრული, დრამატული ჩანს. როდესაც კურატ ულ-აინს აპატიმრებდნენ, იგი ხიბლავდა ციხის მცველებს, მაგრამ არა სილამაზითა და სიყვარულით, არამედ – თავისი იდეებით. ყოველ ჯერზე შეძლო წამოდგომა, როდესაც ცხოვრებამ მიწაზე დაანარცხა.

 

Современное компьютерное изображение (прижизненных портретов Тахире не существует)

 

მას ადარებდნენ მარიამ მაგდალინელთან – მაგრამ ტაჰირას, მეტსახელად კურატ ულ-აინს, არასოდეს მიაწერდნენ გარყვნილ  ცხოვრებას. ის ერთხელ გამოჩნდა რწმენაში მოძმეთა წინაშე ჩადრის გარეშე და ერთ-ერთმა მათგანმა ეს იმხელა ცოდვად მიიჩნია, რომ მისი სილამაზის დანახვისთანავე, თვითმკვლელობა სცადა. მან ასევე მიატოვა ქმარი და არც ნანობდა ამას.

 

ტაჰირა წინასწარმეტყველმა დაარქვა, დაბადებიდან კი ფატიმა ერქვა,  ირანის ქალაქ კაზვინიდან. მისი ოჯახი  მდიდარი და გავლენიანი იყო, XIX საუკუნის დასაწყისში. ფატიმას მამა და ბიძა ცნობილი ღვთისმეტყველები იყვნენ. მამა, მუჰამედ სალიჰი, წუწუნებდა, როცა უყურებდა ჭკვიან პატარას: რატომ არ დაიბადა ბიჭად, ასეთი გახსნილი გონებით?

 

 

როდესაც ფატიმა 14 წლის გახდა, მამამ ის საკუთარ ძმის შვილს მიათხოვა. ახალგაზრდა ქმარი ძალისხმევას არ აკლებდა, რომ გამხდარიყო მამა და მალე ფატიმას ორი ვაჟი და ქალიშვილი ჰყავდა, ერთმანეთის მიყოლებით.

 

ამასთან ერთად, ფატიმამ განაგრძო სიღრმისეული  ნაწარმოებების კითხვა და ჰქონდა მიმოწერა ცნობილ მისტიკოსთან, სეიდ კაზიმ რაშითთან. მასთან მიმოწერამ ისე გაიტაცა, რომ სხვა მუსლიმ ქალთა ჯგუფთან ერთად  გაემგზავრა ყარბალაში. საოცარია, თუ როგორ დაარწმუნა  ქმარი, რომ გამგზავრებულიყო. ფატიმა ჯერ კიდევ გაფურჩქვნის ხანაში იყო. მოგვიანებით, ქმარი ალბათ განრისხებული იხსენებდა ამ დღეს, რადგან ეს იყო მისი გათავისუფლების დღე, ჯერ მხოლოდ არაოფიციალურად.

 

სამწუხაროდ, ყარაბალაში მან  რაშიტის გლოვა მოახერხა, რადგან ყმაწვილი გარდაიცვალა. ფატიმა დარჩა მისი ქვრივისა და შვილების ნუგეშის საცემად (აღმოაჩინა მშვენიერი მიზეზი, რომ ქმართან არ დაბრუნებულიყო) და მალევე მიცვალებულის იდეების გავრცელება დაიწყო, როგორც მისმა მოწაფემ.

 

ის გამოდიოდა შირმის მიღმა მამაკაცებისთვის და ღიად – ქალიებისთვის. მალევე მოიპოვა პოპულარობა. ფატიმამ დაიწყო ახალი მიმოწერა კაცთან, რომელმაც გამოაცხადა საკუთარი თავი ღვთის კარიბჭედ – ბაბი წინასწარმეტყველთან და მისი პირველი მოწაფე გახდა.

 

ბაბს სულ თვრამეტი მოციქული ჰყავდა. ფატიმა, რომელმაც სახელად მიიღო ტაჰირა, მათ შორის ერთადერთი ქალი იყო.

 

ბაბი საუბრობდა თანასწორობაზე, ცხოვრების საყოველთაო თანასწორობაზე და ამ იდეებმა ტაჰირა ანნთო. მას დაბადებიდან ესმოდა, რომ ბიჭივით იყო, მაგრამ არა – ბიჭი და შესაბამისად, ცხოვრობდა ქალის ბედით – არაფერი ეკითხებოდა და მისი შესაძლებლობები არაფრად ითვლებოდა.

 

ტაჰირამ დაიწყო ლექსების წერა და გახდა სპარსული პოეზიის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი პოეტი.

 

Место, в котором накануне её казни удерживали Тахире

მან თარგმნა ბაბის სწავლებები სპარსულად და განაგრძობდა ქადაგებას, ლაპარაკობდა ბაბის მიერ აღმოჩენილ კანონებზე.  ის  მკაცრ შინაპატიმრობაში მოათავსეს, რადგან მისი ქადაგებები ბევრ ადამიანს ურევდა გონებას. მისი ქადაგებებს სჯეროდათ და გადასცემდნენ ერთმანეთის. იმავდროულად, გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ტაჰირა არა მხოლოდ უჩვეულოდ ინტელექტუალური და ნიჭიერი იყო, არამედ – ახალგაზრდა და ლამაზიც. მან მიიღო მეტსახელი – კურატ ულ-აინი, რაც ნუგეშინისცემას ნიშნავს. ადრე აღმოსავლეთის ქვეყნებში იყვნენ ქალები, რომლებიც თავიანთ იდეებს ქადაგებდნენ სახლიდან შორს – მაგრამ ისინი ხანში შესულნი იყვნენ და ხალხს შოკში არ აგდებდნენ.

 

ტაჰირამ დატოვა მასწავლებლის ქალაქი და წავიდა ბაღდადში, სადაც მალევე დააპატიმრეს და მოსამართლის სახლში გამოკეტეს. თავისი წარმოშობისა და სქესის გამო, ხაროში ჩაგდებას თავი აარიდა. მალე მოსამართლე მოხიბლა თავისი ცოდნით, სიმტკიცით და გაოცდა მისი სიკეთით…

 

სულთანი იძულებული გახდა, ხელი მოეწერა განკარგულებისთვის, რომ ტაჰირა გაეყვანა ერაყიდან, რადგან ასეთი პოპულარული პოეტისა და მქადაგებლის სიკვდილი მას წმინდანად აქცევდა, ხოლო მისი ირანში დატოვება  მიმდევართა არმიას გაზრდიდა.

 

ტახირამ 30 ადამიანი წაიყვანა ბაღდადიდან ხორასანში და ყირმანშას გავლით ისევ ბაღდადში გაემგზავრა. იქ მან გუბერნატორი და მრავალი იქაური მკვიდრი ახალ სარწმუნოებაზე მოაქცია, ხოლო მერმა, როდესაც ტახირამ გზა განაგრძო, ყაჩაღები მიუგზავნა მას და მის თანამოაზრეებს. თან უბრძანა, რომ არ შეხებოდნენ ტახირას, რომ მოწამე არ გამხდარიყო. უბრძანა, არ შეეხედათ მისთვისსახეზე, არ მოესმინათ მისთვის. არამედ – გაეძარცვათ ისე, რომ მარაგის გარეშე დარჩენილები გზაში დახოცილიყვნენ და გაფანტულიყვნენ.

 

ტაჰირამ ნელა განაგრძო გზა და იპოვა დახმარებაც, თავშესაფარი და საჭმელი თავისთვის და მისი ერთგული მხლებლებისთვის. წავიდა ყაზვინში, სადაც განქორწინება მოსთხოვა ქმარს. რითაც მთელი ოჯახი შეურაცხყო.

 

სამწუხაროდ, ქმართან განშორება ძვირად დაუჯდა. მისი ერთ-ერთი ერთგული თანმხლები ყალბი ბრალდებით სიკვდილით დასაჯეს, ზოგიც ციხეში ჩასვეს. თავად კი ყოფილი ქმრის სახლში დააპატიმრეს. ბაბის კიდევ ერთმა ახალმა მიმდევარმა, ბაჰაუულმა გაიტაცა ტაჰირა და წაიყვანა თეირანში.

 

ბაბის  მიმდევრების დიდ კონგრესზე, ბაბის სრული თანხმობით (რაც მან მოგვიანებით წერილობით დაადასტურა), ტაჰირა გამოცხადდა, ღია სახით, ჩადრის გარეშე, რაც შოკის მომგვრელი იყო. მან აღნიშნა, თანასწორობის იდეები არ ეხება მხოლოდ მდიდრებსა და ღარიბებს, ან თეთრ და შავკანიანებს, ეს ეხება როგორც ქალებს, ასევე მამაკაცებს და ქალს აქვს უფლება, მოიოთხოვოს ქმრის მონოგამია, შეისწავლოს მეცნიერებები, იქადაგოს, ივაჭროს და გააკეთოს ის, რაც მის სულს სურს. – ნუ დამალავთ ცოლს თქვენი მეგობრების წინაშე, – თქვა ტაჰირამ და  მათგან, ვინც მზად იყვნენ თანასწორობისთვის მთელს მსოფლიოში, მაგრამ არა – ქალებისთვის, კრიტიკა დაიმსახურა.

 

„ცოლები ასე საერთონი გახდებიან, ეს არის ის, რაც ამ ქალს სურს!” – გამოაცხადეს მათ.

 

სხვა ქალაქში ტახირა მაშინვე დააპატიმრეს. იგი მერის სახლში გამოკეტეს და მალე ხალხმა დაიწყო თავმოყრა მის ადგილსამყოფელთან. მათ სურდათ მოესმინათ პოეტის ქადაგება. მათ შორის იყო ქაჯარის მმართველი სახლის ერთ-ერთი პრინცი. თვითონ მერი და მთელი მისი ოჯახი სიმპათიით იყვნენ განწყობილნი ტაჰირას მიმართ და ის თავს ისე გრძნობდა, როგორც საკუთარ სახლში.

 

ლექსებითა და ტაჰირაზე ჭორებით დაინტერესებულმა, ახალგაზრდა ირანელმა შაჰმა, ნასტრუდინმა ბრძანა, რომ კურატ ულ-აინი მიეყვანათ მასთან. შაჰი ირანში ერთადერთი კაცი იყო, რომელსაც ჰქონდა უფლება, ებრძანებინა ნებისმიერი ქალისთვის, მისთვის სახე გაეხსნა.

 

ტაჰირამ  უსიტყვოდ შეასრულა მისი ბრძანება და შაჰს გაუღიმა. რამდენიმე ხნის შემდეგ შაჰისგან მიიღო წერილი, რომელშიც სთავაზობდა, გამხდარიყო მისი ერთ-ერთი ოფიციალური ცოლი, მაგრამ დაბრუნებოდა ისლამს.

 

Дом Тахире в Казвине

 

„დიდება, სიმდიდრე და ძალაუფლება შენთვის იყოს, ღარიბი დერვიშების მოხეტიალე ცხოვრება – ჩემთვის“. – მიაწერა მან წერილის უკანა მხარეს, რომელიც შაჰს დაუბრუნა.

 

1852 წელს ბაბი და მისი მიმდევრები აჯანყდნენ, მაგრამ  აჯანყება სასტიკად ჩაახშეს.

 

მისი ძალაუფლება ხალხზე ჯადოქრობად აღიარეს. პოლიციაში წაიყვანეს და იქ სასტიკად სცემეს, შემდეგ კი საკუთარი აბრეშუმის შარფით დიდხანს ახრჩობდნენ, ვიდრე არ მოკლეს.

 

მისი ნივთები დაწვეს, როგორც ჯადოქრის საგნები.

 

მისი გარდაცვალების თვითმხილველი იყო ევროპელი ექიმი იაკობ პოლაკი, რომელმაც მოგვიანებით ყველას მოუყვა ამ საოცარი ქალის სულის სიმტკიცეზე, რამდენად მტკივნეული იყო მისი სიკვდილი და რომ მან მოახერხა ამის თქმაც, რომ თანასწორობა გარდაუვალია.

 

მისი სიკვდილის შესახებ ინფორმაცია დასავლეთის ბევრ გაზეთში გავრცელდა. როგორც სულთანი ფიქრობდა, მკვლელობის შემდეგ იგი წმინდანად იქცა, ახლა კი მას მთელ მსოფლიოში ბაჰები აღიარებენ.

 

უფრო მეტიც, მისი სიტყვები ახდა.

ავტორი: მარი ჯაფარიძე

0
კომენატარი - +

X