20:07 | 2020-10-04 ავტორი: Prime Time

ვინ არის სოფელ მატანში ავარიის დროს გარდაცვლილი ბიჭი – დაშავებული დედა-შვილის მდგომარეობა მძიმეა

ვინ არის სოფელ მატანში ავარიის დროს გარდაცვლილი ბიჭი – დაშავებული დედა-შვილის მდგომარეობა მძიმეა
ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ მატანში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გარდაცვლილი ახალგაზრდა, 20 წლის ზაზა ქოსმენაშვილია. მამაკაცი სოფელ ზემო ხოდაშნის მკვიდრია.
წინასწარი ინფორმაციით, ის ავტომანქანაში, დასთან და მცირეწლოვან დისშვილთან ერთად იმყოფებოდა. შემთხვევის შედეგად, ახალგაზრდა ქალი და მცირეწლოვანი ბავშვი მძიმედ არიან დაშავებულები.ოჯახის წევრები სოფელ მატნიდან, ზემო ხოდაშენში ბრუნდებოდნენ, სადაც ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული ახალგაზრდა ქალი, მეუღლესთან და შვილებთან ერთად ცხოვრობს.
თვითმხილველები ყვებიან, რომ მსუბუქ ავტომობილს, რომელშიც გარდაცვლილი იჯდა, მისი და მართავდა. შეგახსენებთ, ავტოსაგზაო შემთხვევა, ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ მატანში, ცოტა ხნის წინ მოხდა.
მომხდარ ფაქტზე გამოძიება, სისხლის სამართლის კოდექსის 276- ე მუხლის მეექვსე ნაწილით დაიწყო.
ავტორი: ხათუნა გულიაშვილი
ავტორი: Prime Time

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები