00:25 | 2020-06-27 ავტორი: მირანდა ტყემალაძე

ვინ არის შაქარაშვილის საქმის ოქროს მოწმე, ვის დაბადების დღეზეც ახალგაზრდებს შორის კონფლიქტი დაიწყო

ვინ არის შაქარაშვილის საქმის ოქროს მოწმე, ვის დაბადების დღეზეც ახალგაზრდებს შორის კონფლიქტი დაიწყო

გოგონა, რომლის დაბადების დღის შემდეგ 19 წლის ფეხბურთელი, გიორგი შაქარაშვილი გაუჩინარდა, „2020NEWS“-ის ინფორმაციით, 22 წლის ანი გაბეჩავაა.

 

„2020NEWS“ დაინტერესდა, თუ როგორ განვითარდა ბურუსით მოცული ამბის მოვლენები მცხეთის აგარაკზე და როგორ მოხვდა ორი ერთმანეთისთვის სრულიად უცნობი ახალგაზრდების ჯგუფი ერთ სივრცეში.

 

მოჰკიდეს ქეჩოში ხელი და ათრიეს მთელ ეზოში... - რა ჩვენება მისცა გამოძიებას შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე ერთ-ერთმა დაკავებულმა
2020-06-26მოჰკიდეს ქეჩოში ხელი და ათრიეს მთელ ეზოში... - რა ჩვენება მისცა გამოძიებას შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე ერთ-ერთმა დაკავებულმა

 

როგორც სააგენტოს ინფორმირებული წყარო უყვება, იუბილარმა გაბეჩავამ საკუთარი დაბადების დღის წვეულების ბილეთები გაყიდა, რადგან უფრო მეტი თანატოლი შეეკრიბა და წვეულებაც უფრო მრავალფეროვანი ყოფილიყო.

 

„როგორც მე ვიცი, „ნახალოვკელები“ და „საბურთალოელები“ უცხოები იყვნენ, ერთმანეთს არ იცნობდნენ, გიორგი ამ დაბადების დღეზე თავის სამ გუნდელთან ერთად იმყოფებოდა, რადგან ანი და ის ახლო მეგობრები იყვნენ“, – ამბობს ინფორმაციული წყარო სააგენტოსთან საუბარში.

 

ავტორი: მირანდა ტყემალაძე

0
კომენატარი - +

მსგავსი სიახლეები

X