12:06 | 2020-08-28 ავტორი: Prime Time

„ვინ არის?“ – სალომე ზურაბიშვილი სააკაშვილის ვინაობას „ვერ იხსენებს“

„ვინ არის?“ – სალომე ზურაბიშვილი სააკაშვილის ვინაობას „ვერ იხსენებს“

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ჟურნალისტის კითხვაზე, თუ რას ფიქრობს ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკაში დაბრუნებაზე, აცხადებს, რომ არ იცის სააკაშვილი ვინ არის.

 

„ვინ არის? ვინ არის?“ – განაცხადა ზურაბიშვილმა დასმული კითხვის საპასუხოდ.

 

შეგახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილმა გუშინ, ვიდეო-მიმართვა გაავრცელა, სადაც ქართულ პოლიტიკაში დაბრუნებას აანონსებს.

 

„მე ვბრუნდები“ - მიხეილ სააკაშვილი
2020-08-27„მე ვბრუნდები“ - მიხეილ სააკაშვილი
ავტორი: Prime Time

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები

X