23:54 | 2020-09-26 ავტორი: თორნიკე ყაჯრიშვილი

ვინ არის საკარანტინე სივრცეში გარდაცვლილი ახალგაზრდა მამაკაცი

ვინ არის საკარანტინე სივრცეში გარდაცვლილი ახალგაზრდა მამაკაცი

თელავში, საკარანტინე სივრცეში გარდაცვლილი ახალგაზრდა მამაკაცი, 29 წლის გურამ გლოველია.

 

„პრაიმტაიმის“ ინფორმაციით, მამაკაცი ქუთაისის მცხოვრებია.

 

ერთ – ერთ სასტუმროში განთავსებულ საკარანტინე სივრცეში, დღეს მისი ოჯახის წევრები არ გამოჩენილან.

 

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, სამედიცინო ექსპერტიზა, მამაკაცის გარდაცვალების მიზეზებს ადგენს.

 

რა ხდება საკარანტინო სივრცესთან, სადაც 29 წლის ბიჭი გარდაიცვალა
2020-09-26რა ხდება საკარანტინო სივრცესთან, სადაც 29 წლის ბიჭი გარდაიცვალა

 

შეგახსენებთ, საკარანტინე სივრცეში, საკუთარ ნომერში, მამაკაცის ცხედარი, სასტუმროს პერსონალმა, 25 სექტემბერს აღმოაჩინა.

 

ახალგაზრდა, საფრანგეთიდან 24 სექტემბერს დაბრუნდა და კორონავირუსის გამო დაწესებულ სავალდებულო კარანტინს, თელავში გადიოდა.

 

გამოძიება საქმეზე, სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს.

 

ავტორი: ხათუნა გულიაშვილი

ავტორი: თორნიკე ყაჯრიშვილი


X