14:15 | 2021-09-13 ავტორი: Prime Time

ვინ არის რუსეთის მოქალაქე ლოლიტა, რომელსაც მეუფე ნიკოლოზი მოსკოვში ფარულად ხვდებოდა – რა ინფორმაცია ვრცელდება მიტროპოლიტზე

ვინ არის რუსეთის მოქალაქე ლოლიტა, რომელსაც მეუფე ნიკოლოზი მოსკოვში ფარულად ხვდებოდა – რა ინფორმაცია ვრცელდება მიტროპოლიტზე

ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტი ნიკოლოზი (ფაჩუაშვილი) რუსეთს ფულის სანაცვლოდ ლუგარის ლაბორატორიაზე ინფორმაციას აწვდიდა – იუწყება ტელეკომპანია „პირველი“. არხის მტკიცებით, ამის შესახებ უსაფრთხოების სამსახურიდან გამოჟონილ ფარულ მასალებშია საუბარი.

 

„განსაკუთრებულ ყურადღებას იქცევს ნ.ფაჩუაშვილის მეგობარი, რუსეთის მოქალაქე, ლოლიტა ვლადიმერის ასული დანილინა. მათი შეხვედრები ხორციელდება როგორც ფაჩუაშილის ვიზიტისას მოსკოვში, ასევე საქართველოში. აღსანიშნავია, რომ ფაჩუაშვილი ხ. გოგორიშვილისგან და ხ.ოჩიაურისგან, ასევე, მ. მაჭავარიანისგან მიღებულ ინფორმაციებს დაუყოვნებლივ აწვდიდა დანილინას. არაერთგზის დაფიქსირდა დანილინას საეჭვი ინტერესები საქართველოში არსებული პოლიტიკური და სხვა მნიშვნელოვანი სახელმწიფოებრივი საკითხების მიმართ.

 

კერძოდ, ფაჩუაშვილმა 2013 წლის აგვისტოს თვეში ინტერნეტის საშუალებით დანილინას გადაუგზავნა ინფორმაცია თბილისში, კახეთის გზატკეცილი N16-ში მდებარე რიჩარდ ლუგარის სახელობის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრალური რეფერალური ლაბორატორიის შესახებ, სადაც 2013 წელს შემოწმების მიზნით იმყოფებოდა რუსული დელეგაცია გენადი ონიშენკოს წარმომადგენლების თანხლებით. მიტროპოლიტი დანილინას უგროვებდა ინფორმაციებს და ინტერნეტ პროგრამა სკაიპის მეშვეობით აწვდიდა მას”, – წერია ტელეკომპანიის „პირველის“ მიერ გავრცელებულ დოკუმენტში.

 

რას ამბობს მეუფე ნიკოლოზი ⇓

 

 

ასევე წაიკითხეთ სხვა სიახლეები და სტატიები ⇓

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ავტორი: Prime Time

X

error: Content is protected !!