15:23 | 2021-04-16 ავტორი: Prime Time

ვინ არის „რიონის ხეობის მცველის“, ვარლამ გოლეთიანის მამა, რომელიც 28 სოფელს ემსახურება

ვინ არის „რიონის ხეობის მცველის“, ვარლამ გოლეთიანის მამა, რომელიც 28 სოფელს ემსახურება

უკვე ხუთი თვეა რიონის ხეობის მცველები ხელისუფლებას არ აძლევენ უფლებას აშენდეს ნამახვანის ჰესი.

 

ხუთი თვეა, რაც ადგილობრივები ხან კარვებში, ხანაც ღია ცისქვეშ იცავენ მიწას, რომელიც მათი აზრით- არ იყიდება.

 

მრავალ აქტივისტს შორის გამორჩეულია 28 წლის ვარლამ გოლეთიანი, რომლის მიმართ საზოგადოების ინტერესი არ წყდება.

 

პრაიმტაიმმა“ მკითხველს მის შესახებ რამდენიმე გაუხმაურებელი ფაქტი გააცნო. ერთ-ერთი ფაქტია ის, რომ ახლაგაზრდა თეოლოგი მღვდლის შვილია.

 

 

დეკანოზი ლევან გოლეთიანი ლეჩხუმში, 28 სოფლის ერთადერთი მღვდელია. ის ოჯახთან ერთად ხეობის მიწის დაცვის პროცესშია ჩართული.

 

„ბევრი ლაპარაკობს სასულიერო პირების საქმე არ არისო, აქ პოლიტიკაა და თავის საქმეს მიხედონო. გული გეტკინება, ისე იციან თქმა…

 

მე აქ ვცხოვრობ და ამიტომაც ვზივარ აქ. ვიღაცა შორიდან რომ მელაპარაკება, 100-200 და 300 კილომეტრიდან, იმან რა იცის, მე რა მაწუხებს. მე არ მინდა კაშხლის ძირში ვიცხოვრო ჩემი ოჯახით, გასაკვირია ამაში რამე? ვინმე გარანტიას იძლევა, რომ მიწისძვრა არ იქნება, არ დაანგრევს იმ კაშხალს და არ წაიღებს ყველაფერს. ვიღაცას უნდა ფული აიღოს, ჩვენ სიცოცხლეს ვიცავთ ჩვენსას“.- ამბობს მთის ამბებთან დეკანოზი.

 

 

 

ავტორი: Prime Time


X