fbpx
20:21 | 2020-11-16 ავტორი: Prime Time

ვინ არის რამაზ სვანაძე, რომელიც საქართველოს ნაკრებს ესტონეთთან უხელმძღვანელებს

ვინ არის რამაზ სვანაძე, რომელიც საქართველოს ნაკრებს ესტონეთთან უხელმძღვანელებს

საქართველოს ნაკრების ყოფილი მთავარ მწვრთნელი ვლადიმირ ვაისი გუნდს ესტონეთის წინააღმდეგ აღარ უხელმძღვანელებს. ამის შესახებ გადაწყვეტილება სფფ-ის ხელმძღვანელობამ სლოვაკ სპეციალისტთან კონსულტაციის შემდეგ მიიღო.

 

ვაისის მაგივრად ეროვნულ ნაკრებს ესტონეთის წინააღმდეგ მოედანზე 39 წლის რამაზ სვანაძე გაიყვანს, რომელიც ამ დროისთვის საქართველოს U19 ნაკრების მთავარი მწვრთნელია.

 

რამაზ სვანაძე 1981 წლის 2 მარტს ფეხბურთლთა ოჯახში დაიბადა. მამამისი, მამუკა სვანაძე ქუთაისის „ტორპედოს“ ფეხბურთლი იყო. მისი ბიძა, ზაურ სვანაძე კი თბილისის „დინამოში“ თამაშობდა.

 

2013-15 წლებში რამაზ სვანაძე თბილისის „დინამოს“ მთავარი მწვრთნელის ასისტენტი გახლდათ. 2015/17 წლებში ის ბაქოს „ინტერში“, ასევე მთავარი მწვრთნელის ასისტენტად მუშაობდა. 2019 წლის პირველ მარტს კი ის საქართველოს 19-წლამდე ფეხბურთელთა ნაკრების მთავარ მწვრთნელად დაინიშნა.

 

ვლადიმირ ვაისი საქართველოს ნაკრებს ესტონეთთან აღარ უხელმძღვანელებს

ავტორი: Prime Time

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები

X