fbpx
12:31 | 2020-10-03 ავტორი: სალომე ნეფარიძე

ვინ არის ქედაში ნათესავის მიერ მოკლული მამაკაცი

ვინ არის ქედაში ნათესავის მიერ მოკლული მამაკაცი

გუშინ ქედაში მომხდარი მკვლელობის შედეგად გარდაცვლილი 33 წლის მურმან ბერიძე ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ ზენდიდში ცხოვრობდა.

 

მას ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე საკუთარმა ნათესავმა დაბა ქედის ცენტრში ცივი იარაღით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა.

 

დაჭრილი სამედიცინო დაწესებულებაში მიყვანიდან მალევე გარდაიცვალა.

 

სავარაუდო დამნაშავე, 41 წლის გ.ბ განზრახ მკვლელობის ბრალდებით დაკავებულია.

 

პრაიმტაიმთან“ კონფლიქტის მიზეზებზე საუბარს ადგილობრივები თავს არიდებენ, თუმცა პირად საუბრებში ადასტურებენ, რომ ნათესავებს ყოველთვის ძალიან კარგი ურთიერთობა ჰქონდათ, თუმცა ბოლო პერიოდში პირადი კონფლიქტი წარმოიშვა.

 

შს სამინისტრომ გამოძიება 108 მუხლით დაიწყო და ბრალის დამტკიცების შემთხვევაში გ.ბ-ს შვიდიდან თხუთმეტ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

 

დავით სოკოლოვი მწვავე ინფარქტით საავადმყოფოში მეორედ მოათავსეს - ოჯახს დახმარება სჭირდება
2020-10-03დავით სოკოლოვი მწვავე ინფარქტით საავადმყოფოში მეორედ მოათავსეს - ოჯახს დახმარება სჭირდება
ავტორი: სალომე ნეფარიძე

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები

X