fbpx
18:25 | 2020-04-30 ავტორი: თამარ ბოჭორიშვილი

“ქართული ოცნების” დეპუტატის და, რომელსაც უცხოელი ჟურნალისტები “სტილის ხატს” უწოდებენ

“ქართული ოცნების” დეპუტატის და, რომელსაც უცხოელი ჟურნალისტები “სტილის ხატს” უწოდებენ

ქართველი პოლიტიკოსების ცხოვრება მუდმივად საინტერესოა, ამჯერად „პრაიმტაიმის“ ყურადღების ცენტრში თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ირაკლი ზარქუა მოექცა.

 

ირაკლი ზარქუა „ქართული ოცნების“ დეპუტატია და აქტიურად არის დაკავებული პოლიტიკური საქმიანობით, თუმცა მისი ოჯახის შესახებ ნაკლებად არის ცნობილი.

 

Irakli Zarqua-ს ფოტო.

 

ზარქუა დაოჯახებულია მარიამ თავართქილაძეზე, წყვილს ორი ქალიშვილი ჰყავს, მაგრამ ცოტა ადამიანმა თუ იცის რა აკავშირებს მას, ცნობილი ქართველი ფეხბურთელის, ალექსანდრე ამისულაშვილის ოჯახთან.

 

ამისულაშვილის მეუღლე ყოფილი მოდელი ნინი ზარქუაა. სამოდელო კარიერის დასრულების შემდეგ, ნინიმ მოდის სფეროს არ უღალატა და საკუთარი ბრენდი „ზარქუა“ ჩამოაყალიბა.

 

ნინი ზარქუას მიერ, შექმნილი კოლექცია დიდი პოპულარობით სარგებლობს, როგორც საქართველოში, ასევე ქვეყნის ფარგლებს გარეთ.

 

განსაკუთრებით პოპულარულია მის მიერ შექმნილი საყურეები, რომლის პატენტიც თითქმის ყველა ქართველმა დიზაინერმა შექმნა.

 

ნინი პარიზის და მილანის მოდის კვირეულებზე საპატიო სტუმარია, მის მიერ შექმნილი კოლექცია იყიდება ევროპაშიც და ჩინეთშიც.

Mari Tavartkiladze-ს ფოტო.

 

ირაკლი და ნინი ზარქუებს განსაკუთრებულად თბილი და-ძმობა აქვთ. მართალია ორივეს საკუთარი ოჯახი ჰყავს, მაგრამ მზრუნველობას ერთმანეთს არ აკლებენ.

 

ნინი ახლა კარანტინში იმყოფება და როგორც სოციალურ ქსელში დაწერა, კულინარიითაც არის დაკავებული.

 

მის მიერ გამოქვეყნებულმა პოსტმა კერძების მომზადების შესახებ, დიდი გამოხმაურება ჰპოვა, თუმცა დეპუტატი ძმისთვის ეს წარმოუდგენელი აღმოჩნდა.

 

მის მიერ დაწერილი კომენტარის თანახმად, ნინიმ მხოლოდ იტალიური პასტის მომზადება იცის საუკეთესოდ.

 

რაზეც დამ უპასუხა, რომ კარანტინში სხვა კერძების მომზადებაც ისწავლა.

 

როგორც ნინის ერთ-ერთი ინტერვიუდან ირკვევა ირაკლი მკაცრი ძმა იყო, მაგრამ ამავე დროს, ისევე როგორც ოჯახის სხვა წევრები როგორც ნაბოლარა შვილს განსაკუთრებულად ანებივრებდნენ.

 

Nini Zarqua-ს ფოტო.

 

„ჩემი ძმა მკაცრი იყო. სადაც უნდა ვყოფილიყავი, საღამოს შინ დროზე უნდა მივსულიყავი. ჩემი მომავალი მეუღლე, ალექსანდრე ამისულაშვილი, “ამისულა”, მაშინ კიევის “დინამოში” თამაშობდა.

 

აქ თითქმის არ იმყოფებოდა. იშვიათად, ერთი კვირით თუ ახერხებდა ჩამოსვლას. ოჯახის წევრებმა, რა თქმა უნდა, “ამისულას” ამბავი არ იცოდნენ.

 

ვერ ვეუბნებოდი, რადგან სახლიდან გასვლას დამიშლიდნენ. ბოლოს “ამისულამ” მიიღო გადაწყვეტილება და ჩემს ძმას შეხვდა.

 

კარგი შეხვედრა იყო. მერე, რომ იცოდნენ მასთან მივდიოდი, დროში კიდევ უფრო შემზღუდეს. ჰოდა, “ამისულას” დაბადების დღეზე ჩუმად დავქორწინდით“ – იხსენებს ნინი.Nini Zarqua-ს ფოტო.

 

დღეს უკვე მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში ცნობილმა დიზაინერმა, საკუთარი ბიზნესი მეუღლის მიცემული 500 დოლარით დაიწყო და საქმეში თავიდანვე გაუმართლა.

 

 

 

ნინის შესახებ ხშირად წერს რუსული პრესა, ის მოდური მანდილოსანის სახელით სარგებლობს და ჟურნალისტების „სტილის ხატსაც“ უწოდებენ.

ავტორი: თამარ ბოჭორიშვილი

0
კომენტარი - +

X