00:10 | 2021-06-11 ავტორი: თამარ ბუჩუკური

ვინ არის ქალი, რომელსაც სამუდამო პატიმრობა მამამთილის მკვლელობისთვის ემუქრება და რა გამოიძია ბერძნულმა პოლიციამ

ვინ არის ქალი, რომელსაც სამუდამო პატიმრობა მამამთილის მკვლელობისთვის ემუქრება და რა გამოიძია ბერძნულმა პოლიციამ

შუა ხნის მასწავლებელ ქალს სამუდამო პატიმრობა მამამთილის მკვლელობისთვის ემუქრება. საქმეს საბერძნეთის სამართალდამცველები იძიებდნენ და მალე სასამართლო საბოლოო განაჩენს გამოაცხადებს.

 

ამის შესახებ ინფორმაციას ემიგრანტთა საინფორმაციო პლატფორმა ავრცელებს. როგორც გამოცემა წერს, რძალ-მამამთილს შორის ურთიერთობის დაძაბვა ქონებრივ დავას მოჰყვა.

 

“55 წლის ქალს საბერძნეთის სასამართლომ განაჩენი გამოუტანა. მას სამუდამო პატიმრობა მიესაჯა საკუთარი მამამთილის მკვლელობისთვის, რომელიც 2019 წელს ტაფის ჩარტყმით გამოასალმა სიცოცხლეს.

 

როგორც უკვე ცნობილია, მისი პროცესი რამდენიმე კვირის წინ უნდა ჩატარებულიყო, თუმცა, ქალმა დაწყებამდე შამპუნი დალია და დაუყოვნებლივი ჰოსპიტალიზაცია დასჭირდა.

 

მან ამ ყველაფერს თავი მხოლოდ დროებით აარიდა, ახლა კი საკუთარ ქმედებაზე პასუხისგება მოუწევს.

 

აღსანიშნავია ისიც, რომ ქალმა მოხუცი მამამთილი მოკვლის შემდეგ კიბეზე დააგორა, რათა ყველას ჰგონებოდა, რომ შემთხვევით მოხდა და უბედურ შემთხვევას ემსხვერპლა.

 

ირკვევა, რომ მათ შორის უთანხმოება დიდი ხნის მანძილზე არსებობდა, რადგან ქალს ქმარმა დაუტოვა საცხოვრებელი. ეს ფაქტი მამამთილს არ მოსწონდა და მუდმივად აწუხებდა ყოფილ რძალს. ეს ყველაფერი კი, სამწუხაროდ, ტრაგიკულად დასრულდა.

 

დადასტურებული ინფორმაციით, 55 წლის ქალი პენსიაზე გასული მასწავლებელია, რომელსაც ფსიქიკური პრობლემები აქვს.” – წერს გამოცემა.

 

 

ასევე ნახეთ:

 

 

 

 

ავტორი: თამარ ბუჩუკური


X