13:54 | 2020-06-17 ავტორი: Prime Time

ვინ არის ქალი, რომელსაც მეუფე საბამ სახალხოდ დაუჩოქა – „ყველაფერი გააკეთა, რომ ბედნიერი ვყოფილიყავი“

ვინ არის ქალი, რომელსაც მეუფე საბამ სახალხოდ დაუჩოქა – „ყველაფერი გააკეთა, რომ ბედნიერი ვყოფილიყავი“

14 ივნისს ხონისა და სამტრედიის ეპარქიის მიტროპოლიტს, მეუფე საბა გიგიბერიას ბერად აღკვეციდან 29 წელი შეუსრულდა.

 

მღვდელმთავარის ცხოვრებაში ეს დღე ორმაგად მნიშვნელოვანია, რადგან 14 ივნისი მიტროპოლიტის დედის დაბადების დღეა.

 

ფოტოზე მეუფე საბა სწორედ დედის წინ არის მუხლმოდრეკილი.

 

სენაკის ქრონიკა-ს ფოტო.

 

ნახეთ, რას ყვება მიტროპოლიტი 29 წლის წინ, ბერად აღკვეცისა და მისი მშობლების შესახებ.

 

სანამ მის მონათხრობს გაგაცნობთ, გეტყვით, რომ მიტროპოლიტი საბა, ერისკაცობაში ზაზა გიგიბერია 1966 წლის 28 სექტემბერს სენაკის რაიონში, სოფელ ძველ სენაკში დაიბადა.

 

1983 წელს დაამთავრა ძველი სენაკის საშუალო სკოლა. ეს სკოლა 1884 წელს დაუარსებია ილია ჭავჭავაძეს, იქ არაერთი სახელოვანი მწერალი, მეცნიერი და სასულიერო პირი აღიზარდა.

 

1984 წელს ჩაირიცხა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტზე, ინსტიტუტიდან საბჭოთა არმიის რიგებში გაიწვიეს, სადაც ორი წელი იმსახურა. ზაზა გიგიბერიამ ინსტიტუტი 1991 წელს დაამთავრა.

 

„1989 წლის ივნისიდან იწყება ჩემი ახალი ცხოვრება. ღვთის განგებით ინსტიტუტიდან შრომითი სემესტრით მოგვიწია საფარის მამათა მონასტერში სარესტავრაციო სამუშაოებზე მონაწილეობა.

 

მაშინ არაეკლესიური ვიყავი. მონასტრის წინამძღვარი იყო მღვდელმონაზონი სერგი (ამჟამად მიტროპოლიტი სერგი ჩეკურიშვილი).

 

მან გვასწავლა ქრისტიანული ცხოვრების წესი და ჩვენც შევუდექით ამ წესს.

 

ერთ-ერთი საუბრის დროს მან გვითხრა: ჩვენი ქვეყნის ბედნიერება დამოკიდებულია ეკლესიის ძლიერებაზე, მონასტრებისა და ბერ-მონაზვნების სიმრავლეზე.

 

მე, როგორც სხვა ჩემი თანატოლი ახალგაზრდები, მაშინ ქვეყნის სიყვარულით და გადარჩენის სურვილით ვიყავით აღტყინებულნი, ამიტომ ვუთხარი ჩემს თავს – რა შეგიძლია გაუკეთო შენს ხალხს და ქვეყანას: წადი მონასტერში, აღიკვეცე ბერად და ილოცე მათთვის.

 

ასე აღმოვჩნდით მონასტერში ინსტიტუტიდან მე და ჩემი უახლოესი მეგობარი მეუფე თეოდორე ჭუაძე, ასე ინება უფალმა.

 

Video: ილია მეორე ბოდბეშია - ნახეთ მუხლმოდრეკილი მეუფე იაკობი პატრიარქის ტახტრევანთან
2020-05-29Video: ილია მეორე ბოდბეშია - ნახეთ მუხლმოდრეკილი მეუფე იაკობი პატრიარქის ტახტრევანთან

 

ოჯახს გაუჭირდა ჩემთან განშორება, რადგან ერთი ვაჟი ვიყავი სახლში, მაგრამ მშობლები მაინც გაგებით მოეკიდნენ ჩემს გადაწყვეტილებას.

 

მე ისინი მენდობოდნენ და ფიქრობდნენ, რომ ცუდს არ ვაკეთებდი. გამომშვიდობისას მამამ ვერ გაუძლო და აქვითინდა, ის ძალიან თავმდაბალი და კეთილი ადამიანია.

 

დედა უფრო ძლიერი აღმოჩნდა, დაფარა ემოცია და მითხრა: ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ იმისათვის, რომ ბედნიერი ყოფილიყავი და თუ შენ თვლი, რომ შენი ბედნიერება იქ, მონასტერშია დამილოცნიხარო.

 

ეს დალოცვა ვგრძნობ დღემდე და მომავალშიც დამეხმარება. ჩემში თუ არის რაიმე სიკეთე ეს ჩემი მშობლების დამსახურებაა.”

 

1991 წლის 14 ივნისს ზაზა გიგიბერია აღიკვეცა ბერად და ეწოდა სახელად საბა.

ავტორი: Prime Time

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები

X