15:31 | 2020-03-17 ავტორი: თამთა თორდია

ვინ არის ქალი, რომელმაც ინფექციურის ექთნებს ხელფასებზე დანამატი ჩაურიცხა

ვინ არის ქალი, რომელმაც ინფექციურის ექთნებს ხელფასებზე დანამატი ჩაურიცხა

ქართველმა ებრაელმა, პატრიცია დელონმა ინფექციური საავადმყოფოს ექიმებს ხელფასებზე დანამატები ჩაურიცხა. ამის შესახებ საავადმყოფოს ოფიციალური გვერდი იუწყება.

 

„კატეგორიულად ითხოვდა ამ ფაქტის აფიშირება არ მომხდარიყო, მაგრამ უნდა იცოდეს საზოგადოებამ მისი სახელი – პატრიცია დელონი!

 

ბოქსირებული განყოფილების ექთნებს ხელფასზე დანამატი დაურიცხა და ასე გამოხატა თანადგომა… თუმცა მხოლოდ ამით არ შემოიფარგლება და მომავალ თვეს თუ საშუალება იქნება ექიმებს წაახალისებს… არც იუბილარი თენგიზ ცერცვაძე დავიწყებია.

ქართული მედიცინის „დონ კიხოტი“ - ბევრისთვის უცნობი ფაქტები თენგიზ ცერცვაძის შესახებ
2020-03-13ქართული მედიცინის „დონ კიხოტი“ - ბევრისთვის უცნობი ფაქტები თენგიზ ცერცვაძის შესახებ

 

საჩუქრად საკუთარი ნახატი, თავისი და მამის, ილია დედიაშვილის პოეტური კრებულები უსახსოვრა. ექსპრომტად ლექსიც მიუძღვნა და ჯანმრთელობა უსურვა…

მადლობა ქალბატონ პატრიციას! სიკეთე გადამდებია..“, – წერია საავადმყოფოს ოფიციალურ გვერდზე.

ავტორი: თამთა თორდია

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები