14:22 | 2020-09-04 ავტორი: სალომე ნეფარიძე

ვინ არის ქალი, რომელმაც ბარში შესული სტუმარი სკამით სცემა

ვინ არის ქალი, რომელმაც ბარში შესული სტუმარი სკამით სცემა

ახალგაზრდა ქალი, რომელმაც ბარ Skygirls-ში შესული სტუმარი სკამით სცემა 30 წლის მარიანა ჩახაიძეა.

 


ირკვევა, რომ იგი ბარის მენეჯერი და მფლობელია.

 

 

დაზარალებული აცხადებს, რომ მარიანა ჩახაიძე აქტიურად იყო ჩართული ჩხუბში და სტუმრებს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.

 

მისი უფლება დამცველის განცხადებით, ბრალდებული დუმილის უფლებას იყენებს და თავს დამნაშავედ არ მიიჩნევს.

 

დაზარალებული ივიკო ფრუიძე ფიზიკური ძალადობის გარდა, ბარის თანამშრომლებს თაღლითობაშიც ადანაშაულებს, თუმცა ამ ეტაპზე გამოძიება მხოლოდ ჯანმრთელობის განზრახ დაზიანების მუხლით მიმდინარეობს.

 

შეგახსენებთ, რომ თბილისში, ერთ-ერთ ღამის ბარში სტუმრებსა და ბარის თანამშრომლებს შორის სიტყვიერი შელაპარაკება ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა.

 

ინციდენტი ანგარიშის გამო დაიწო. მძიმედ დაშავდა ბარის სტუმარი, რომელსაც ქირურგიული ჩარევაც დასჭირდა. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება 126-ე ძალადობის მუხლით, ამოღებულია ვიდეო ჩანაწერები.

 

ავტორი: სალომე ნეფარიძე


X

error: Content is protected !!