18:53 | 2021-07-12 ავტორი: Prime Time

ვინ არის ქალი, რომელიც მეუფე იაკობს ქადაგების დროს დაუპირისპირდა

ვინ არის ქალი, რომელიც მეუფე იაკობს ქადაგების დროს დაუპირისპირდა

დღეს, ბოდბელ ეპისკოპოს იაკობს, ბოდბის წმინდა ნინოს სახელობის ეკლესიაში, ქადაგების დროს, ეკლესიაში მყოფი ქალი დაუპირისპირდა.

 

მისი თქმით, მეუფე იაკობის ქადაგება მისთვის მიუღებელია.

 

როგორც ირკვევა ქალი, რომელიც ეპისკოპოსს დაუპირისპირდა, სოფელ ქედელის მკვიდრია. ის და სხვა მაცხოვრებლები ჯერ კიდევ ერთი წლის წინ საუბრობდნენ, რომ ბოდბის მონასტერი, იღუმენია თეოდორას ხელმძღვანელობით, მათ მამა-პაპისეულ მიწებს ეპატრონება.

 

ადგილობრივები ყვებოდნენ, რომ მონასტერი, სახელმწიფო და ბიზნესი მათ წინააღმდეგ გაერთიანდნენ.

 

„არ დაინდეს არც ხეები, არც ადამიანები. ძალიან დიდ ტკივილს გვაყენებენ ესენი. მაპატიოს უფალმა და მგონი გონებაც დახშული აქვთ. რად უნდათ ამდენი მიწები. მსხმოიარე ხეხილი ძირს ეყარა. ვაშლი, ალუბალი, ყველაფერი… არაფერი დაინდეს. სიმართლე ერთია დედამიწაზე. თუ ადამიანს სიმართლის თქმა არ შეგიძლია, მაშინ ვენი მომავალი კითხვის ნიშნის ქვეშაა. თუ ყველაფერზე თვალი დავხუჭეთ, მაშინ ჩვენს სიცოცხლეს რა აზრი აქვს, “- ამბობდა ანა ხუნაშვილი.

 

ვიდეო: პუბლიკა

ავტორი: Prime Time

X