23:25 | 2020-06-02 ავტორი: სალომე ნეფარიძე

ვინ არის პოლიციელი, რომელიც დღეს ავტოსაგზაო შემთხვევას ემსხვერპლა

ვინ არის პოლიციელი, რომელიც დღეს ავტოსაგზაო შემთხვევას ემსხვერპლა

36 წლის ალექსანდრე ბარძიმაძე, რომელიც ახალციხეში ავტოსაგზაო შემთხვევას ემსხვერპლა, ახალციხის სოფელ მუგარეთში ცხოვრობდა.

 

​ავტოსაგზაო შემთხვევას ახალციხეში პოლიციელი ემსხვერპლა
2020-06-02​ავტოსაგზაო შემთხვევას ახალციხეში პოლიციელი ემსხვერპლა

 

ახალგაზრდა მამაკაცი ბორდიურს პირადი ავტომობილით შეეჯახა, რა დროსაც სიცოცხლისთვის შეუთავსებელი დაზიანებები მიიღო.

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელს ცოლი და ორი მცირეწლოვანი შვილი დარჩა.

 

„გვიან ღამით თავისი მანქანით მიდიოდა, სამსახურეობრივ მოვალეობას არ ასრულებდა. ავტომობილში მარტო იჯდა…“, – გვითხრეს თანასოფლელებმა.

 

მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276 მუხლის მეექვსე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

ავტორი: სალომე ნეფარიძე

0
კომენატარი - +

X