fbpx
16:40 | 2020-04-12 ავტორი: Prime Time

ვინ არის პაციენტი, რომელსაც დღეს ქართულ-ჰოლანდიურ კლინიკაში კორონავირუსი დაუდასტურდა

ვინ არის პაციენტი, რომელსაც დღეს ქართულ-ჰოლანდიურ კლინიკაში კორონავირუსი დაუდასტურდა

ქართულ-ჰოლანდიური ჰოსპიტალის სტრატეგიული ხელმძღვანელის, ეკატერინე სანიკიძის განცხადებით, პაციენტი, რომელსაც კორონავირუსი დღეს დაუდასტურტა კლინიკაში საეჭვო სიმპტომების გარეშე შეიყვანეს.

 

როგორც ის „პრაიმტაიმთან“ საუბრისას აცხადებს, პაციენტს სავარაუდოდ, ვირუსი მეუღლისგან გადაედო.

 

„ქალბატონი 72 წლის გახლავთ. სამწუხაროდ, საკმაოდ მძიმე, რომელსაც შაქრიანი დიაბეტის მრავალწლიანი ისტორია და ქრონიკული გულის უკმარისობა აქვს, რომლის გამწვავებითაც ჩვენთან შემოვიდა. ასევე მუცლის არეში ტკივილი ჰქონდა. ქმარს ორივე ქვემო კიდური ამპუტირებული აქვს. კორნავირუსით ჯერ ის დაინფიცირდა და მერე უკვე სავარაუდოდ, ცოლს გადაედო. შემოსვლისას სიცხე არ ჰქონდა და ცხელების პალატაში არ მოხვედრილა, მაგრამ როგორც ყველას ჩაუტარდა სწრაფი ტესტი, რომელიც უარყოფითი იყო. სწორედ, ამიტომ მოთავსდა რეანიმაციაში და დაიწყო მკურნალობა. სწრაფი ტესტი საეჭვო ან პოზიტიური, რომ ყოფილიყო მიუხედავად იმისა, რომ თერაპიული პაციენტი იყო, როგორც ვირუსით ინფიცირებული მკურნალობას შესაბამის კლინიკაში გააგრძელებდა.

 

ის რომ ქალი დაინფიცირებული იყო, პასუხი დღეს გავიგეთ. რაკი ქმარს აღმოაჩნდა ვირუსი, როგორც მისი კონტაქტი თავიდან ლუგარის ლაბორატორიამ ჩაატარა ტესტი და აღმოჩნდა დადებითი. მაშინვე სწრაფი რეაგირება მოხდა. იმდენად მშვიდად ვართ, არანაირი პანიკა არ გვაქვს იმიტომ, რომ ჩვენთან სამივე დონე, ინფექციის პროტოკლის და წესების მიხვდითაა.“ – აცხადებს ეკატერინე სანიკიძე.

 

შეგახსენებთ, საქართველოში კორონავირუსი 252 ადამიანს აქვს დადასტურებული, აქედან 63 ადამიანი უკვე გამოჯანმრთელდა.

 

ქვეყანაში მოქმედებს საგანგებო რეჟიმი. საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ამოქმედდა კომენდანტის საათი.

 

დაიხაურა ყველა სავაჭრო ობიექტი, გარდა სურსათის მაღაზიებისა. დაკატილია აგრარული ბაზრები.

 

აკრძალულია ერთ სივრცეში 3-ზე მეტი ადამიანის თავშეყრა, გარდა აფთიაქებისა.

 

საჯარო და კერძო სამსახურები გადავიდნენ დისტანციურ მუშაობაზე. შეჩერდა მუნიცილაური ტრანსპორტის მოძრაობა.

 

აკრძალვები შეეხო ეკლესიასაც. რის გამოც საქართველოს პატრიარქმა განაჩინა, რომ წირვა-ლოცვა ჩატარდეს ღია ცის ქვეშ.

 

განჩინების მიხედვით, რეკომენდებულია, მრევლი იყოს ეკლესიის ეზოში, ანუ ღია სივრცეში და ასე მიიღოს ლოცვითი მონაწილეობა წმიდა მსახურებაში;

 

მცირე ზომის ტაძრებში დასაშვებია ასევე, წირვა-ლოცვა აღსრულდეს ღია ცის ქვეშ დროებით მოწყობილ ტრაპეზზე;

 

ასევე, იკრძალება ავტომობილით 3-ზე მეტი ადამიანის გადაადგილება.

 

ქვეყანაში საგანგებო რეჟიმის გამოცხადების ფარგლებში, ქორწილებისა და ქელეხების გადახდა აიკრძალა

 

საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეები სამშობლოში სპეცრეისებით ჩამოჰყავთ. ისინი 14-დღიანი საკარანტინო პერიოდს სპეციალურ სივრცეებში გადიან.

 

კარანტინის წესის დამრღვევი ფიზიკური პირები 3 000 ლარით, იურიდიული პირები კი 15 000 ლარით დაჯარიმდებიან.

 

 

 

ავტორი: Prime Time

0
კომენტარი - +

X