16:41 | 2020-03-23 ავტორი: Prime Time

ვინ არის მესტიაში გარდაცვლილი 13 წლის ბიჭი

ვინ არის მესტიაში გარდაცვლილი 13 წლის ბიჭი

მესტიის მუნიციპალიტეტ სოფელ ლატალში გარდაცვლილი 13 წლის მოზარდი საბა კვანჭიანია.

 

სოფლის ერთ-ერთი მკვიდრის თქმით, ოჯახი ექსპერტიზაზე უარს ამბობს.

 

„დეტალებზე დაზუსტებით ვერაფერს გეტყვით, იმდენად შოკისმომგვრელია ეს ყველაფერი. ერთნი ამბობენ ცეცხლსასროლი იარაღი გაუვარდაო, ასევე სოფელში გავრცელდა თვითმკვლელობის ვერსიაც. ოჯახი უარს ამბობს ექსპერტიზაზე და ამიტომ სახლში გადაასვენეს. ოჯახს ფინანსურად არ უჭირდა, მეურნეობა აქვს“,- გვითხრა სოფლის მკვიდრმა ნარგიზ ნავერიანმა.

 

გამოძიება 116-ე მუხლი და 236-ე მუხლებით დაიწყო. რაც სანადირო ცეცხლსასროლი იარაღის ან სპორტული ცეცხლსასროლი იარაღის ანდა ასეთი იარაღისთვის განკუთვნილი საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა ან შენახვა და გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.

 

შემთხვევა მესტიაში ცოტა ხნის წინ მოხდა. 13 წლის ბიჭი იარაღიდან მუცლის არეში მიყენებული ჭრილობით გარდაიცვალა. მოზარდი მძიმე ჭრილობით „მესტიის საავადმყოფოში“ გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა…

 

ავტორი: თეა შონია

 

ავტორი: Prime Time

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები