14:40 | 2021-10-13 ავტორი: Prime Time

ვინ არის მამაო, რომელსაც „ფეისბუქი” გაუტეხეს და მრევლს 100 ათას ლარზე მეტი გამოსძალეს

ვინ არის მამაო, რომელსაც „ფეისბუქი” გაუტეხეს და მრევლს 100 ათას ლარზე მეტი გამოსძალეს

შსს-მ ფინანსური სარგებლის მიღების მიზნით კომპიუტერულ სისტემაში უნებართვოდ შეღწევის ბრალდებით ერთი პირი დააკავა.

 

უწყების ინფორმაციით, ბრალდებულმა უნებართვოდ შეაღწია მოქალაქეების facebook გვერდებზე, მათ მეგობრებს პლასტიკური ბარათის მონაცემები გამოართვა და თანხა მიითვისა.

 

მამაო, რომლის სახელითაც მრევლს წერდნენ თაბორის მამათა მონასტრის სასულიერო პირი – მამა იოანე ცუხიშვილია.

 

დააკავეს ახალგაზრდა კაცი, რომელმაც სასულიერო პირის Facebook-ზე უნებართვოდ შეაღწია და მის მრევლს საბანკო ბარათების მონაცემები გამოსტყუა
2021-10-13დააკავეს ახალგაზრდა კაცი, რომელმაც სასულიერო პირის Facebook-ზე უნებართვოდ შეაღწია და მის მრევლს საბანკო ბარათების მონაცემები გამოსტყუა

 

„დაზარალებულია რამდენიმე ათეული ადამიანი. არიან ადამიანები, რომელთაც აქვთ, 1600, 900, 800, 500 ლარი გადარიცხულიც. ადვილად გატეხეს, მაგრამ დღემდე არ არის დაბლოკილი ჩემი გვერდი,“ – ამბობდა მამაო რამდენიმე დღის წინ.

 

ასევე ნახეთ: სპეცოპერაცია დუშეთში – დაკავებულია პირი, რომელიც სავარაუდოდ ამერიკის ვიზებს უკანონოდ ამზადებდა

 

 

ასევე დაგაინტერესებთ ⇓

 

 

 

 

 

 

 

ავტორი: Prime Time

X