11:13 | 2020-09-10 ავტორი: Prime Time

ვინ არის მაია ჯაბუას ვაჟი, რომელიც 3 წლის ასაკში სოხუმიდან ევაკუაციის დროს დაიკარგა და სასწაულებრივად გადარჩა

ვინ არის მაია ჯაბუას ვაჟი, რომელიც 3 წლის ასაკში სოხუმიდან ევაკუაციის დროს დაიკარგა და სასწაულებრივად გადარჩა

ცნობილი ადამიანების ცხოვრების ნაკლებად ცნობილი დეტალები საზოგადოებას ყოველთვის აინტერესებთ.

 

ამჯერად ორიოდე სიტყვით გიამობობთ, მომღერალ მაია ჯაბუას ვაჟზე, რომლის შესახებ ბევრი არაფერია ცნობილი.

 

28 წლის თორნიკე ბერიკაშვილი მაია ჯაბუას და მსახიობ ლევან ბერიკაშვილის საერთო შვილია.

 

მომღერალი სულ სამჯერ იყო დაქორწინებული, თორნიკე კი პირველი ქორწინებიდან ჰყავს.

 

ვინ არის ყველაზე მაღალშემოსავლიანი ქართველი მომღერალი - TOP 5
2020-09-09ვინ არის ყველაზე მაღალშემოსავლიანი ქართველი მომღერალი - TOP 5

 

ლევან ბერიკაშვილი სოხუმის თეატრის მსახიობი გახლდათ. ქორწინების შემდეგ წყვილი სოხუმში ცხოვრობდა. როგორც ლევან ბერიკაშვილი ერთ-ერთ ინტრვიუში იხსენებს, თორნიკე 3-4 წლის იქნებოდა, როდესაც აფხაზეთის ომი დაიწყო და სოხუმის დატოვება მოუწიათ.

 

„ჩემი უფროსი შვილი, თორნიკე 3-4 წლის იყო. ძალიან გამიჭირდა შვილისა და ცოლის იქიდან გამოყვანა. მაშინ ჩემი მეუღლე მაია ჯაბუა იყო. ბავშვი მეხრჩობოდა, ისეთი ჭყლეტა იყო. ერთ მომენტში დავკარგე და მაიამ, ჩემმა მეუღლემ იპოვა.

 

მერე რუსმა ჯარისკაცმა უშველა, თორემ მომიკვდებოდა. საშინელი გასახსენებელია ის მომენტები. მტერსაც არ ვუსურვებ იმ ყველაფრის გამოვლას. უამრავი მეგობარი დავკარ­გე“, – იხსენებდა ერთ-ერთ ინტერვიუში მსახიობი.

 

თორნიკე ახლა 28 წლის გახლავთ. პოპულარული მშობლებისგან და არანაკლებ პოპულარული დის, ლიზა ყენიასგან განსხვავებით ის ჩრდილში ყოფნას არჩევს. ჰყავს მეუღლე, რომელთან ერთად გადაღებულ ფოტოებს სოციალურ ქსელში ხშირად აქვეყნებს.

 

 

ავტორი: Prime Time

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები