16:34 | 2020-06-10 ავტორი: Prime Time

ვინ არის ლომისობის დღესასწაულზე გარდაცვლილი მამაკაცი – რა მოხდა მლეთის მთაზე

ვინ არის ლომისობის დღესასწაულზე გარდაცვლილი მამაკაცი – რა მოხდა მლეთის მთაზე

დღეს ლომისობის დღესასწაულზე ტრაგედია დატრიალდა.

 

მლეთის მთაზე ტაძარში მოსალოცად ასული მამაკაცი მოულოდნელად გარდაიცვალა.

 

როგორც „პრაიმტაიმმა“ გაარკვია გარდაცვლილი 56 წლის ონისე ვარდიაშვილია.

 

ლომისობის დღესასწაულზე დაშავებული მომლოცველები – ნახეთ დეტალები

 

ის სოფელ დიღომში ცხოვრობდა და ლომისობის დღესასწაულზე ახლობლებთან ერთად იყო წასული.

 

მლეთის მთაზე წმინდა გიორგი ტაძრამდე მომლოცველები რთულ გზას ფეხით გადიან. სალოცავთან ასული ონისე ვარდიაშვილი კი უეცრად შეუძლოდ გახდა.

 

წინასწარი ვერსიით, მას სავარაუდოდ გულის შეტევა დაემართა. ადგილზე პირველადი დახმარება აღმოუჩინეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

 

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ფაქტზე გამოძიება ტრადიციულად სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო. ცხედარი თბილისში, ექსპერტიზის ბიუროში გადაასვენეს.

ავტორი: Prime Time

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები