18:00 | 2020-07-29 ავტორი: ალექსი ქამადაძე

ვინ არის ლერი სულაბერიძის თავდამსხმაში ბრალდებული

ვინ არის ლერი სულაბერიძის თავდამსხმაში ბრალდებული

ფეხბურთის ფედერაციის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტის ლერი სულაბერიძის თავდასხმაში ბრალდებული ირაკლი ღლონტია.

 

გამოძიება დაკავებულს ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას ედავება.

 

სპეცოპერაცია თბილისში: დაკავებულია „კანონიერი ქურდის“, ლაშა ბარათელის ძმა
2020-07-29სპეცოპერაცია თბილისში: დაკავებულია „კანონიერი ქურდის“, ლაშა ბარათელის ძმა

 

ლერი სულაბერიძის ადვოკატის, ირმა ჭკადუას თქმით, დაზარალებულს აღნიშნული სახელი და გვარი არაფერს ეუბნება.

 

შსს-ს ცნობით, დაკავებული ბრალს აღიარებს.

 

დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს, რაც ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვას და ტარებას გულისხმობს.

 

შეგახსენებთ, რომ ლერი სულაბერიძე, რომელიც საკუთარი ავტომობილით წყნეთში იმყოფებოდა, რამდენჯერმე ესროლეს.

ავტორი: ალექსი ქამადაძე

0
კომენატარი - +

X