23:48 | 2020-12-12 ავტორი: Prime Time

ვინ არის ლანჩხუთელი ბიჭი, რომელსაც სწრაფი ჩარიცხვის აპარატის ქურდობის გამო დაკისრებულ 2000-ლარიან გირაოს სოციალურ ქსელში უგროვებენ

ვინ არის ლანჩხუთელი ბიჭი, რომელსაც სწრაფი ჩარიცხვის აპარატის ქურდობის გამო დაკისრებულ 2000-ლარიან გირაოს სოციალურ ქსელში უგროვებენ

გუშინ ლანჩხუთში, სოფელ ქვიანში, მაღაზიიდან სწრაფი ჩარიცხვის აპარატი მოიპარეს. მალევე აპარატი მიმდებარე ტერიტორიაზე არხში დაზიანებული იპოვეს.

 


გამოძიება 176-ე ქურდობის მუხლით დაიწყო. დააკავეს ეჭვმიტანილი ვეფხია ბეროზაშვილი, მას 2000 ლარიანი გირაო შეეფარდა. ვეფხიას, მთელი ლანჩხუთი ძალიან წესიერ და კეთილ ადამიანად იცნობს, ის შშმ პირია და სოციალურად დაუცველია.

 

მალევე სოციალურ ქსელში ფეისბუქ გვერძე „This is ლანჩხუთი” ვეფხიას გირაოს შესაგროვებლად აქცია დაიწყო. ამ დროისთვის სულ რაღაც 235 ლარია საჭირო, რომ გირაოს თანხა სრულად შეგროვდეს.

 

ფეისბუქ გვერდის ერთ-ერთი ადმინი ნინია ბარამიძე, ვეფხიას დასახმარებლად კიდევ ერთ პოსტს აქვეყნებს და მოუწოდებს ხალხს, რომ დაუდგნენ გვერდში და ეს წესიერი ბიჭი ციხისაგან იხსნან:

 

„ეს ჩვენი ვეფხიაა ყველა იცნობს ლანჩხუთში, როგორც კეთილ და ალალ ბიჭს. შეცდომის გამო არ ღირს ჩავქოლოთ და ხელი ვკრათ. ვეფხია დაიჭირეს როგორც იცით, და სასამართლომ 2000 ლარი დააკისრა. ვეფხია შშმ პირია და სოციალურად დაუცველი! 2000 ლარი ამ ჯგუფში მჯერა უცებ შეიკრიბება, დროის სიმცირის გამო, ამ ეტაპზე ვერ ხერხდება უძრავი ქონების ჩადება, რადგან პროცედურულად ძალიან იწელება. ვეფხიას მდგომარეობა არადამაკმაყოფილებელია, დათრგუნული და შეშინებულია. გთხოვთ ყველას #გავერთიანდეთვეფხიასთვის #სიკეთეგადამდებია. ეხლა დავწერ ანგ ნომერს, მიმღები არის : ია მენაღარიშვილი , ანგ:ნომერი: #GE32BG0000000798443900, საქართველოს ბანკი. პირადი ნომერი 26001010143 დავიწყეთ ჩარიცხვა ასევე გავაზიაროთ პოსტი !!! თითო ლარიც კი ძალიან მნიშვნელოვანია.”, – ნათქვამია პოსტში.

 

 

ავტორი: ნინე ულუმბელაშვილი

 

 

ავტორი: Prime Time


X

error: Content is protected !!