fbpx
19:06 | 2020-10-31 ავტორი: Prime Time

ვინ არის კრიმინალური „ავტორიტეტი“ მეტსახელად ჭყიპინა

ვინ არის კრიმინალური „ავტორიტეტი“ მეტსახელად ჭყიპინა

მმართველი გუნდის ერთ-ერთი ლიდერი, მამუკა მდინარაძე გლდანში საარჩევნო უბანზე მომხდარ დაპირისპირებას ეხმაურება და ასახელებს იმ კონკრეტული პიროვნების ვინაობას, ვინც, მისი თქმით, მშვიდი ვითარების არევას სხვადასხვა ლოკაციაზე, მთელი დღის განმავლობაში ცდილობდა.

 

„როგორც მოსალოდნელი იყო და საზოგადოებას რამდენიმე დღის განმავლობაში ვაფრთხილებდით, გლდანში იყო მოსალოდნელი ძალიან მძიმე პროვოკაციები და არა მხოლოდ გლდანში, რამდენიმე ლოკაცია დავაანონსეთ.

 

„ნაციონალური მოძრაობის“ შტაბებიდან გვქონდა ინფორმაცია, რომ ისინი აპირებდნენ ზონდერების მობილიზებას და მათ გააქტიურებას. ჩვენი ვარაუდი და ინფორმაცია, რომელიც „ნაცმოძრაობის“ გლდანის შტაბიდან გვქონდა, 100-%-იანი სიზუსტით გამართლდა. 

 

გლდანი: დაპირისპირება „ნაცმოძრაობის“ და „ქართული ოცნების“ მომხრეებს შორის
2020-10-31გლდანი: დაპირისპირება „ნაცმოძრაობის“ და „ქართული ოცნების“ მომხრეებს შორის

 

გლდანში ადგილი ჰქონდა „ნაცმოძრაობის“ კანდიდატის, ნიკა მელიას მთავარი ზონდერის, ირაკლი ეძგვერაძის მხრიდან უმძიმეს პროვოკაციებს არაერთ უბანზე. ის და მისი ზონდერჯგუფები მთელი დღის განმავლობაში ცდილობდნენ უბნებზე სიტუაციის გაკონტროლებას, ცდილობდნენ ხელი შეეშალათ მმართველი პარტიის მხარდამჭერებისთვის ხმის მიცემის პროცედურაში.

 

ეს არის ცნობილი კრიმინალური ავტორიტეტი, ირაკლი ეძგვერაძე, რომელიც ჩემი ინფორმაციით, უკვე დაკავებულია. მას ზედმეტსახელად ჰქვია „ჭყიპინა“ და გლდანში ამ ადამიანს ყველა იცნობს როგორც ე.წ ძველ ბიჭს და ავტორიტეტს. 

 

არ ვიცი, „ჭყიპინების“ იმედზე თუ არიან „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენლები. თუმცა, უტყუარი ინფორმაციით,  იციან, რომ არჩევნებს აგებენ“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ავტორი: Prime Time

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები

X