12:13 | 2020-04-05 ავტორი: ლიზი მეტრეველი

ვინ არის კორონავირუსით გარდაცვლილი მეორე პაციენტი?

ვინ არის კორონავირუსით გარდაცვლილი მეორე პაციენტი?

საქართველოში კორონავირუსით მეორე ადამიანი გარდაიცვალა. პირველ საუნივერსიტეტო საავადმყოფოში 81 წლის პაციენტის მდგომარეობა, რომელიც თბილისის ზღვის საავადმყოფოდან იყო გადაყვანილი, თავიდანვე კრიტიკულად შეფასდა – განაცხადა ლევან რატიანმა.

 

81 წლის ქალს არაერთი თანმხლები დაავადებები ჰქონდა, მათ შორის, გადატანილი ინფარქტი, მწვავე რესპირატორული დისტრესი, მწვავე სეფსისი, გულის უკმარისობა, არტერიული ჰიპერტენზია, მოციმციმე არითმია და ორმხრივი პნევმონია.

 

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 170 შემთხვევა დაფიქსირდა, გამოჯანმრთელებულია 36, ხოლო გარდაცვლილია 2 ადამიანი.

 

საქართველოში კორონავირუსით გარდაცვალების პირველი შემთხვევა გუშინ დაფიქსირდა. გარდაცვლილი 79 წლის ქალია, რომელიც ​თსსუ-ის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში მკურნალობდა.

 

რას წერს კორონავირუსით ინფიცირებული 80 წლის ქალის შვილიშვილი
2020-03-21რას წერს კორონავირუსით ინფიცირებული 80 წლის ქალის შვილიშვილი
 
საქართველოში კორონავირუსით მეორე ადამიანი გარდაიცვალა
2020-04-05საქართველოში კორონავირუსით მეორე ადამიანი გარდაიცვალა
ვინ არის საქართველოში კორონავირუსის პირველი მსხვერპლი
2020-04-04ვინ არის საქართველოში კორონავირუსის პირველი მსხვერპლი

ავტორი: ლიზი მეტრეველი

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები