22:58 | 2020-04-18 ავტორი: მირანდა ტყემალაძე

ვინ არის კორონავირუსით გარდაცვლილი მეოთხე პაციენტი

ვინ არის კორონავირუსით გარდაცვლილი მეოთხე პაციენტი

საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილი მეოთხე პაციენტი ბათუმის კლინიკა „მედალფაში“ 21:50 საათზე გარდაიცვალა.

 

„პაციენტი ჩვენს კლინიკაში 8 აპრილიდან იწვა. ის 70 წლის ზემოთ იყო და ე.წ. ქობულეთის კლასტერს წარმოადგენდა.

 

მას კორონავირუსთან ერთად აღენიშნებოდა თანმხლები დაავადებები – ეს არის შაქრიანი დიაბეტი, გულსისხლძარღვთა უკმარისობა, ასევე აღენიშნებოდა აბსესები”, – განაცხადა „მედალფას” აჭარისა და გურიის რეგიონულმა დირექტორმა, ლევან ანთიძემ.

 

ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 388-მდე გაიზარდა.

 

მათ შორის გამოჯანმრთელებულია 86 ადამიანი.

 

კარანტინის რეჟიმში – 4971, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 519 ადამიანი იმყოფება.

 

რაც შეეხება უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილ საქართველოს მოქალაქეებს, მათი რაოდენობა 3-ს შეადგენს.

 

ავტორი: მირანდა ტყემალაძე

0
კომენატარი - +

მსგავსი სიახლეები

X