fbpx
14:55 | 2020-09-30 ავტორი: Prime Time

ვინ არის კაცი, რომელიც მცირეწლოვანი ბიჭების მიტოვებულ შენობაში შეტყუებას ცდილობდა – პედოფილის ფოტოებს ათენის პოლიცია ავრცელებს

ვინ არის კაცი, რომელიც მცირეწლოვანი ბიჭების მიტოვებულ შენობაში შეტყუებას ცდილობდა – პედოფილის ფოტოებს ათენის პოლიცია ავრცელებს

საბერძნეთის პოლიცია 52 წლის მამაკაცის ვინაობას და ფოტოებს ავრცელებს.

 

მისი დაკავება პირეაზე მაშინ მოხდა, როდესაც ორი მცირეწლოვანი ბიჭის, სავარაუდოდ, სექსუალურად შევიწროვებას ცდილობდა.

 

სავარაუდო პედოფილიაში ბრალდებულია იოანი ბეკრი, დაბადებული პირგოსში და არსებული ცნობებით, უსახლკაროა.

 

ირკვევა, რომ ერთ-ერთმა გამვლელმა დაინახა, როგორ შეჰყავდა ორი პატარა ბიჭი მამაკაცს მიტოვებულ შენობაში და მაშინვე პოლიციაში დარეკა.

 

მისი დაკავება ადგილზე მოხერხდა.

 

ათენის პოლიცია ვარაუდობს, რომ მსგავსი დანაშაული გახშირდა, რის გამოც მოსახლეობას თხოვნით მიმართავს, თუკი რომელიმე მოქალაქე შეესწრება მსგავს საეჭვო ფაქტს, აუცილებლად დარეკონ პოლიციაში.

 

 

 

ავტორი: Prime Time

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები

X